სიახლეები
ეტალონი

„სიამაყით ვატარებ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს“- ჩემპიონატის ფინალზე ბორჯომს წარმატებული წარმომადგენელი ჰყავს
15-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ბორჯომის ეტალონი მოსწავლეგამოვლინდა.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე, სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, ბორჯომის რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან დღევანდელ ჩემპიონატში გამარჯვებულს ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით სტიპენდია დაენიშნება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა „ბორჯომის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს: 

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვებულს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სალომე მერვე კლასის მოსწავლეა. ეს დიდი სტიმულია ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული მოსწავლისთვის. „ეტალონი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენთან. ეს არის პროექტი, სადაც ფასდება განათლება და ცოდნა. მინდა ამ არაჩვეულებრივი ღონისძებისთვის მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

ბორჯომის რესურსცენტრის უფროსმა, იზოლდა ლომიძემ „ეტალონში“ მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და „ბორჯომის ეტალონ მოსწავლეს“ ჩემპიონატის ფინალში წარმატებები უსურვა:

„ეტალონის“ მთავარი გამარჯვება, ვფიქრობ არის ის, რომ მოსწავლეებში საოცრად ზრდის სწავლის მიმართ ინტერესს და მოტივაციას. ჩვენი ბავშვები ყოველ წელიწადს დღესვე, ჩემპიონატის დასრულების წუთიდან იწყებენ მომავალი წლისთვის მზადებას და მეცადინეობას. ძალიან მიხარია, რომ მათ მოტივაციასთან ერთად იზრდება ხარისხი და ქულების რაოდენობა. გასული წლის „ეტალონმა მოსწავლემ“ 75 ქულა აიღო, წელს უკვე 82 ქულა დაფიქსირდა, რაც ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო სერიოზულად უყურებენ ამ პროექტს. მეტს კითხულობენ, მეტს მეცადინეობენ. მახარებს ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალიან დიდია ამ პროექტის მიმართ ინტერესი და ძალიან ბევრი სკოლა აქტიურად არის ჩართული. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ და წარმატებები ვუსურვო მას პროექტის ფინალშიც“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, მარინა ხუჯაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე უსაურდა და აღნიშნა, რომ „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ მერიისგან მიიღებს ფულად ჯილდოს- ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვიურად 150 ლარის ოდენობით:

„ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდიდან დაიწყო „ეტალონისა“ და ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა და აგერ უკვე მეხუთე წელია წარმატებით ხორციელდება. ყოველ წელიწადს ძალიან აქტიურად ვგულშემატკივრობ ყველა მონაწილეს და ვიცნობ ჩვენს გამარჯვებულ ბავშვებს. დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, როგორც დედისთვის. დღეს ერთ-ერთი საპრიზო ადგილი ჩემი შვილის კლასელმა დაიკავა და ამან ძალიან ემოციურად იმოქმედა ჩემზე. ვფიქრობ, ძალიან დიდ როლს თამაშობს „ეტალონი“ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვების ცხოვრებაში. ძალიან დიდია მათი მოტივაცია, ბავშები ცდილობენ ბევრი იმეცადინონ და იყვნენ წარმატებულები ამ პროექტში. ვიცი, დღეს ძალიან ბევრ მოსწავლეს ძალიან დასწყდა გული, რომ ვერ დაიკავეს საპრიზო ადგილები, თუმცა ეს ძალიან ბუნებრივია და აქ კარგია ის, რომ ბავშვები ამ ჩემპიონატზე ნათლად ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათ გადაწყვეტილება და რამდენმად მნიშვნელოვანია თითოეული წამი, რომელსაც ისინი ხარჯავენ. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყოველ წელიწადს ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ ასეთ არაჩვეულებრიივ ღონისძიებაში და დავაწესეთ ფულადი ჯილდო. ერთი წლის განმავლობაში ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“, მუნიციპალიტეტის მერიისგან ყოველ თვე მიიღებს 150 ლარს. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი წახალისებაა ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“, რომელიც ძალიან კარგი გოგონაა, ვუსურვებ წარმატებებს და აქვე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი „ეტალონს“ ასეთი არაჩვეულებრივი დღისთვის“.

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ბორჯომის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ სალომე ანდღულაძემ მოიპოვა: 

„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ნამდვილად არ ველოდი, თუ დღევანდელ კონკურსში ფინალისტი გავხდებოდი. არ მიმეცადინია განსაკუთრებით, უბრალოდ მოვედი და მოხდა ისე, რომ გამარჯვებული მივდივარ. როდესაც ბატონმა გოჩამ გამოაცხადა მერვე კლასელიო, მაშინვე ჩემს კლასელზე ვიფიქრე და აღმოვჩნდი მე. სიამაყით ვატარებ ამ ტიტულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება