სიახლეები
სიახლეები

რაში დახარჯავს მილიონ დოლარს ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მოგების შემთხვევაში
21-02-2019
-
+


2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. 

როგორც ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში მოხვედრამდე გადაცემა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში, საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს სასწავლო რესურსებს უყიდის.

„ამასაც გეკითხებიან მილიონი დოლარი, რომ მოიგო რას გააკეთებ? - ჩემს რაიონში, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ჩემი ბევრი მოსწავლის მშობლები საზღვარგარეთ არიან, მუშაობენ, შვილები მარტოები არიან. ზოგი მშიერიც მოდის სკოლაში. ხშირად გვიწევს კოლეგებს ჯიბიდან რაღაც გროშები ამოვიღოთ. სასწრაფოც კი გამოგვიძახია ბავშვის ცუდად ყოფნის გამო. მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში, სასწავლო რესურსებს ვუყიდი საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს. არ მრცხვენია და ვიტყვი, რომ ჩემი სკოლის ბიუჯეტი რომ არ დავაზარალო, ბევრი სასწავლო რესურსები რომ არ დახაჯროს, ხშირად სანაგვე ურნიდანაც ამიღია რაღაცები. მაგალითად, სკივრი ავიღე, ქაღალდები წამოვიღე, ყუთები წამოვიღე. სანაგვე ურნაშიც ჩავყუდებულვარ და მიქექია - რა შეიძლება გამომადგეს. არ მაინტერესებს სხვები ამაზე რას ამბობენ, ჩემთვის მთავარია ცოდნა მივაწოდო მოსწავლეებს“,-აღნიშნა ლადო აფხაზავამ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება