სიახლეები
სიახლეები

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი რუსთავი N25 სკოლის 2 მოსწავლე საავადმყოფოში მოათავსეს
15-02-2019
-
+


რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მოიხმარეს.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის N25 საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.

2 მოზარდი, ბიჭი და გოგო შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისინი კლასელები არიან. თავიანთივე განცხადებით, რაღაც მოწიეს და იმის შემდეგ დაეწყოთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ალბათ, მალე სახლში გავწერთ. მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან საქმე არ გვაქვს, - აცხადებს დავით გოგოძე.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც. დირექტორის ინფორმაციით, ბავშვები შარტავას გამზირზე იმყოფებოდნენ.

etaloni.ge სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც თეა ტაბატაძემ გვითხრა, მოგვიანებით შეძლებს კომენტარის გაკეთებას.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
სპეცმასწავლებლებმა საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს ჩაატარეს ინტერაქცია კითხვა-პასუხის რეჟიმში
მასწავლებლების ორი გუნდი:  „ორბი“ და „ირაო“, შეეჯიბრა ერთმანეთს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება