სიახლეები
ეტალონი

„მოდის ის თაობა, რომელსაც უნდა დაეყრდნო“ – „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ მთავარი გამარჯვებისთვის ემზადება
13-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ხარხელაური, რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა წარმატება მიულოცა „თიანეთის ეტალონ მოსწავლეს“ და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას:

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ინტელექტ- ჩემპიონატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასკოლო გამოცდები პრაქტიკულად მოიხსნა და მოტივაცია სკოლის მოსწავლეებს, თითქოს გაუქრათ. ვფიქრობ, „ეტალონი“ ამ პრობლემის დაძლევაში ძალიან დაეხმარება სკოლებს. განსაკუთრებით ემოციური იყო ის ფაქტი, რომ ისევე როგორც შარშან, წელსაც პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელ კონკურსანტებს თანაბარი ქულები ქონდათ და ყველაფერი მხოლოდ წამებმა გადაწყვიტა. წარმატებას ვულოცავ სამივეს, რომლებსაც მერიისგან დაენიშნება ფულადი ჯილდო ერთი წლის მანძილზე. ვფიქრობ, ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ მთავარი გამარჯვება წინ აქვს და მინდა ვუსურვო მას წარმატება ჩემპიონატის ფინალზეც“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ირაკლი ზვიადაურმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ქმნის ჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეებში:

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით მზაობა ძალიან მაღალია. ბავშვები ცდილობენ იმეცადინონ ჩემპიონატისთვის და იყვნენ ღირსეული კონკურსანტები. წელს კიდევ უფრო გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დიდია მათი მხრიდან განათლებისა და ცოდნის მიმართ დაინტერესება. ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომელიც ზრდის მოტივაციას ბავშვებში და ქმნის ჯანსაღ კონკურენციას. დღევანდელ ჩემპიონატზე გაიმარჯვა  ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა ძალიან ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურშიც იყო გადასული. ვუსურვებ მას წარმატებულ ასპარეზობას ჩემპიონატის ფინალზეც და დარწმუნებული ვარ ის აუცილებლად გვასახელებს“.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ლალი ბუწანკალურმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და „თიანეთის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებები უსურვა:

„ჩემთვის, ყველაფერი ის რაც დაკავშირებულია სწავლასთან, ცოდნასთან, ბავშვებთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ პროექტს, რომელის ორგანიზებაშიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე დიდი ხანია ჩართული ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ძლიერი და მასიური ხდება ის. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინტელექტ- ჩემპიონატი დადებითად შეაფასა:

„დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული. ყველაზე მთავარი, რაც მიმყვება ჩემი წუთისოფლიდან, არის ის, რომ ნამდვილად მოდის ის თაობა, რომელსაც უნდა დაეყრდნო“.

თიანეთის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ზარიძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნატალი სუარიშვილმა მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მონდომებული ვიყავი, მთელი გულით მინდოდა ამ ჩემპიონატში წარმატება მომეპოვებინა, ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი და მონდომება დამიფასდა. დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს, რომელსაც არ დაუშურებია ძალისხმევა, მთელი სკოლის მოსწავლეები ვყოფილიყავით მოტივირებული და გვემეცადინა ბევრი“.

ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორმა, ზვიად გიანაშვილმა აღნიშნა, რომ ნატალი სუარიშვილის გამარჯვება არა მხოლოდ ნატალის, არამედ მთელი სკოლის გამარჯვებაა: 

ჩემთვის ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე. როდესაც არა მხოლოდ ნატალი, არამედ მთელი სკოლა გამარჯვებულია. დიდი მადლობა ყველას, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს და მერიას. ვინც ეს დღე მოგვიწყო. ნატალი უნიჭიერესი გოგოა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც არაერთხელ გვასახელებს მთელს მუნიციპალიტეტს“.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება