სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს - „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“ ახორციელებენ
20-01-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტს - „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“ ახორციელებენ.

კლასის დამრიგებლის თქმით, მოსწავლეები ყოველ პარასკევს აუდიტორიის წინაშე საინტერესო თემებით გამოდიან.

„სახელი „კონფერენცია“, ნამდვილის მსგავს ტრიბუნაზე დგომა, რომელსაც ასევე ნამდვილის მსგავსი მიკროფონი აქვს მიმაგრებული, დარბაზის მსგავსი გარემო და მაყურებელი, რომელიც შენთვის ძვირფასია და მათი აზრი და დამოკიდებულება შენთვის ფასეულია და რა თქმა უნდა, იმ თემების მოსმენა, რომელიც განა ვინმემ მოგახვია თავს და გავალდებულებს, რომ გინდა თუ არა მოუსმინო, არა! თავად აირჩიე და შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  აი, სწორედ ამ ფაქტორების გაერთიანებაა ჩვენი პროექტი - „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“, რომელსაც ყოველ პარასკევს ვახორციელებთ.

დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, შეგეძლოს შენი სათქმელის საინტერესოდ, შემოქმედებითად გადმოცემა და ამას ახერხებდე არა ერთი, არა რამდენიმე, არამედ მთელი აუდიტორიის წინაშე. ამას დამატებული ისიც, რომ შენი სათქმელი შენთვის ძალიან საინტერესო თემას შეეხება, აი ისეთ თემას, რის შესახებაც ინფორმაციის შეგროვება/მოსმენა არასდროს გბეზრდება.  მოკლედ, რომ გითხრათ, ჩემი ახალი წამოწყება ჩემს მოსწავლეებს (და მათ მშობლებს) „კონფერენციის“ სახელით გავაცანი, რომლის სახელწოდებაც არის „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“. ბავშვებს ვთხოვე, დაეწერათ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც, მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ და რომლის შესახებ ინფორმაციის მოსმენაც არასდროს მობეზრდებათ.

მათგან ძალიან საინტერესო თემები მივიღე, მაგალითად: როგორ იზრდება ფრჩხილი? როგორ მზადდება ბარბი? როგორ არის წიგნებში ასეთი ლამაზი ნაწერი? როგორ იცვლება ადამიანი, როცა იზრდება? როგორ შემიძლია ვიყო „ფლეშივით“ სწრაფი? როგორ მზადდება წიგნის ყდა? როგორ იზრდება ხე? არსებობენ თუ არა ქალთევზები? როგორ იზრდება თმა? როგორ იკვებებიან მწერები? და სხვ. მოკლედ, 28 ძალიან საინტერესო თემა ჩემს ხელში იყო.

ამავე დროს, ჩემს ხელში იყო შესაძლებლობა, რომ ჩემს მოსწავლეებს აეღოთ წიგნები, გაეცნოთ (ნაყოფიერად) google, დაეხმარებინათ უფროსები და თითოეულს თავის კითხვაზე შეეგროვებინა ინფორმაცია, შემდეგ კი ეს ყველაფერი დიდი აუდიტორიის წინაშე მოეყოლა. მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ. ყოველ პარასკევს, 4 საათზე, ჩვენი საკლასო ოთახი იქცევა ხოლმე „კონფერენციის“ დარბაზად, იდგმება ტრიბუნა (რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამამ საკუთრი ხელით დაგვიმზადა) ტრიბუნაზე მაგრდება მიკროფონები, ასევე, გვყავს შესანიშნავი აუდიტორია და მომხსენებელი, რომელიც გვიყვება საინტერესო ინფორმაციას. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები აქედანვე მიეჩვევიან და გამოიმუშავებენ ამ მნიშვნელოვან უნარს. გარდა იმისა, რომ თითოეულ მათგანს საშუალება ეძლევა იყოს "მომხსენებელი", ასევე ყველას ეძლევა საშუალება დაეუფლოს აუდიტორიაში მოქცევის წესებს, მოსმენის, ბოლოს კი კითხვების დასმის კულტურას.

ჩვენ უკვე რიგით მეცხრე „კონფერენცია“ განვახორციელეთ. როდესაც ვხედავ, როგორ მუშაობენ ჩემი მოსწავლეები საკუთარ თემებზე, როგორ აგროვებენ ინფორმაციებს, ცდილობენ, რაც შეიძლება საინტერესოდ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე, რომ ის თემა, რაც მათ აინტერესებთ, სხვებისთვისაც საინტერესო გახადონ, როგორ ამარცხებენ ნერვიულობას, განცდებს, შიშს, როგორი გამბედავები და მონდომებულები არიან, ასევე, მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორი პროგრესი აქვთ „აუდიტორიაში" მსხდომ მსმენელებს, როგორ იზრდება მათი ინტერესი, როგორ იხვეწება მათი ქცევა, აზროვნება. მნიშვნელოვანიც ეს არის, რომ ყველაფერმა, რასაც ვაკეთებთ, დადებითი პროგრესი და წინსვლა გვაჩვენოს“, -აღნიშნავს ინა მეცხვარიშვილი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობით მოსწავლეებიცა და პედაგოგიც კმაყოფილები იყვნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება