თბილისის N48 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
17-01-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N48 საჯარო სკოლაში გავრცელებული ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით ახალი სემესტრის დაწყებამდე მთელი რიგი სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სველი წესით, ნეიტრალური ანოლიტის 0,05 % ხსნარით დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები მოიწმინდა, განიავდა შენობა, სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდა სასკოლო ინვენტარი.
„სკოლის დირექცია და მასწავლებლები დიდი სიყვარულით ველით ჩვენს მოსწავლეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები