მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი გახდა.
უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს გაიმართა. როგორც etaloni.ge-სთან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, საბჭოს წევრებმა ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. მისივე თქმით, არჩევნებზე საბჭოს შვიდივე წევრი გამოცხადდა. მღებრიშვილი რექტორის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებდა, ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი.
იხილეთ ასევე: 15 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერისტეტში ახალ რექტორს აირჩევენ