ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის კვირეული გაიმართა
15-01-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, მეორე კლასებში ქართველი და უცხოელი მასწავლებლების ორგანიზებით ღია გაკვეთილები ჩატარდა.
ღია გაკვეთილის თემა იყო - „ჩემი ოჯახი“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები წაიკითხეს, კოგნიტური სქემები გამოიყენეს, სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ, საკუთარი ოჯახის შესახებ ინდივიდუალური პრეზენტაციები წარმოადგინეს და ხალისით ჩაერთვნენ ინტერაქციაში. იხილეთ ფოტოები სრულად