სიახლეები
რჩევები

რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაიბანოს ბავშვმა ხელები, რომ თავიდან ავიცილოთ გრიპი და გადამდები ინფექციები
13-01-2019
-
+


თბილისის ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან დადიანი ამბობს, რომ ხელების დაბანას სპეციალური წესი აქვს, რომელიც ყველა ჩვენგანმა სათანადოდ უნდა დაიცვას, რადგან სწორედ ხელებია ინფექციებისა და მიკრობების გადატანის უმთავრესი წყარო. კიდევ ერთი, სადაც შეიძლება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას რეალური საფრთხე დაემუქროს, ტუალეტებია – საზოგადოებრივი ტუალეტიდან, შესაძლოა, ნებისმიერი ის ინფექციური თუ ბაქტეოროლოგიური დაავადება წამოვიღოთ, რაც კი დედამიწაზე არსებობს.


– ქალბატონო ქეთევან, რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაიბანოს ბავშვმა ხელები, რომ თავიდან ავიცილოთ გრიპი და გადამდები ინფექციები?

– ბავშვმა ხელი უნდა დაიბანოს საჭიროებისამებრ. რამდენ ხანში ერთხელაა საჭირო ხელის დაბანა, ასე ვერ განვსაზღვრავთ. რამდენჯერაც შეეხები დაბინძურებულ ზედაპირს, იმდენჯერ უნდა დაიბანო ხელი ადამიანმა. ბევრს ჰგონია, რომ ხელის დაბანა მარტივია. საპნის წასმა და უცბად წყლის გადავლება, ხელის დაბანა არ არის. საპონს რომ წაისვამ, ჯერ ხელისგულები უნდა დაიმუშავო, მერე – ხელის გარეთა ზედაპირები, მერე – თითებს შორის ადგილები, ფრჩხილებთან ნუნები... ეს სპეციალური პროცედურაა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე დევს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამ პროცედურის თანამიმდევრობა. დაახლოებით 45 წამი სჭირდება ხელის დაბანის პროცესს. ეს აუცილებელია, რადგან სწორედ ხელია ბაქტერიების ძირითადი გადამტანი.

ჩვენს ორგანიზმში იმაზე მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უჯრედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს  რეზიდენტული მიკლოფლორა და ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში არიან, გვეხმარებიან კიდეც მონელების პროცესში. კოსმოსსა და სტერილურ გარემოში არ ვცხოვრობთ, მაგრამ დაავადებების გამომწვევი მიკრობები, რასაც ჩვენ პირობითად პათოგენებს ვუძახით, ერთი ზედაპირიდან მეორეზე ძალიან ადვილად გადადის. თუ შევეხებით ზედაპირს,   რომელიც დაბინძურებულია, თუ არ დავიბანთ მაშინვე, სხვა ზედაპირის დაბინძურებაც შეგვიძლია. მაგალითად, სალმონელას მიკრობი მტვერში სამი თვე ძლებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჰიგიენის, სისუფთავის დაცვა, მტვრის გადაწმენდა, სახლის სველი წესით დალაგება და ა. შ. ხელების დაბანა კი ყველაზე მთავარი და აუცილებელი ფაქტორია.

– სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი საპონი საკმარისია ხელიდან ყველა ბაქტერიის მოსაცილებლად?

– დიახ, საკმარისია, თუ ის შეიცავს სადეზინფექციო საშუალებას. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი დაცულობა მიიღწევა. შესაბამისად, მშობელმა სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს. დღეს ბაზარზე არის ასეთი საპნები.

– საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნიტაზებია განთავსებული. რამდენად მიზანშეწონილია ბავშვის ან თუნდაც მოზრდილი ადამიანისთვის ასეთ ადგილებში უნიტაზებით სარგებლობა?

– იქ, სადაც სისუფთავეა, ყველაფერი მისაღებია. საზღვარგარეთ, ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც კი, საზოგადოებრივი ტუალეტები ხშირად მოუწესრიგებელია. მოუწესრიგებელ უნიტაზზე დაჯდომა სახლშიც კი არ შეიძლება, არამც თუ საზოგადოებრივ ტუალეტში. ეს ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არ ხდება არც სათანადო წესით გარეცხვა, არც დეზინფიცირება და არც ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. უნიტაზიდან შეიძლება ყველა სახის ინფექცია და ბაქტერია გადმოგვედოს, რაც კი დედამიწაზე არსებობს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, მოერიდონ მის ზედაპირზე შეხებას. სკოლებშიც, პირველ რიგში, სწორედ ტუალეტები უნდა მოწესრიგდეს და წყლის პრობლემა მოგვარდეს, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ გადამდები დაავადებებისგან.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება