მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე და ჩემი თანამოაზრეები, „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების ძალიან მცირე ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შევიკრიბეთ და გვინდა აქედან ახალი წელი მოგილოცოთ“ - ამ სიტყვებით მიმართა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა - გოჩა ტყეშელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებს, დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს და მათთან ერთად მთელ საქართველოს ახალი წელი მიულოცა.