სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა ახდენს გავლენას ბავშვის მხედველობის დაქვეითებაზე და როდის უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს
20-12-2018
-
+


საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მხედველობა ასაკის მატებასთან ერთად უარესდება, თუმცა, ოფთალმოლოგები ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ და მშობლებს ბავშვის მხედველობის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევენ.

არაერთი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მხედველობის დარღვევა უამრავ ბავშვს აწუხებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა სკოლის ასაკში, როცა მხედველობას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება.

ყველაზე ხშირად ჩნდება კითხვა რა იწვევს მხედველობის პრობლემებს და როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ ბავშვებში მხედველობის დარღვევები. საქართველოში არსებული სტატისტიკით, თვალის ამა თუ იმ დაავადებას ბავშვთა დაახლოებით 20% უჩივის. ყველაზე ხშირია რეფრაქციული მანკი (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი). 
სპეციალისტების აზრით, მხედველობის პრობლემები უმეტესად 6- დან 12- წლამდე ბავშვებში ვლინდება, მაშინ როდესაც ისინი დაწყებითი კლასის მოწაფეები არიან და მათი მხედველობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამ ასაკში სწავლის პროცესს გარკვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა ახლავს. თუმცა, მშობლებმა არ იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ბავშვის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამორჩეს.  
სპეციალისტები, ბავშვებში მხედველობის დეფექტის შესამჩნევად ხუთ ძირითად სიმპტომს გამოყოფენ:

 •   ბავშვი ხშირად ჭუტავს თვალს;
 •   ხშირად უჩივის თავის ტკივილს;
 •   ახლოდან უყურებს ტელევიზორს, და მეცადინეობის დროსაც ცდილობს წიგნი თვალთან ახლოს მიიტანოს;
 •   ისრისავს თვალს;
 •   მალე იღლება.
ოფთალმოლოგები, ბავშვის მხედველობის დარღვევის, რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოყოფენ და მშობლებს ამ ფაქტორების გათვალისწინებას სთხოვენ.  

• ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტელეეკრანებთან და კომპიუტერთან მოზარდები ძალიან დიდ დროს ატარებენ, რაც თვალის სიმშრალეს იწვევს. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, მოზარდის ურთიერთობა ტექნიკასთან ისე დავარეგულიროთ, რომ დღის განმავლობაში ეს არ აღემატებოდეს 20 წუთს;

 • ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას - როგორც ნაკლები სინათლეა ცუდი, ასევე უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე გადაჭარბებული სინათლე. ეცადეთ, ბავშვის სამეცადინო ოთახი იყოს საკმარისად განათებული და საჭიროების შემთხვევაში დადგათ მაგიდაზე დამატებითი განათებები;

 • მიაქციეთ ყურადღება ბავშვს, როცა ის მეცადინეობს - დააკვირდით, თვალიდან რა მანძილზე უჭირავს წიგნი. აუცილებელია, თვალებსა და წიგნს შორის ოპტიმალური მანძილის დაცვა- ეს შესაძლებელია იყოს 20-25 სანტიმეტრი. მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი ყოველ 40-45 წუთში ერთხელ 10 წუთით შევასვენოთ;

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ თვალის მარტივი ვარჯიშები, რაც ბავშვს დაეხმარება მისცეს თვალს საშუალება დაისვენოს. ვარჯიშებით შესაძლებელია ხელი შევუშალოთ თვალის კუნთის შესუსტებას. გადაიტანეთ მზერა ახლომდებარე საგნიდან შორს მდებარეზე და პირიქით. ეს მარტივი ვარჯიში შესვენების დროს ბავშვს რამდენჯერმე გააკეთებინეთ.

კომენტარები


სკოლები
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში 2016-2017 სასწავლო წლის 
ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული და ყველა მათგამა მთავარი როლი მოირგო
პროექტის განხორციელებისას მოხდა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირება
მეხუთეკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს
სიახლეები
გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს
2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება

სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება 

„რაც მეტი ასეთი სივრცე იქნება ინტეგრირებული, მით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ“
საინტერესო
პრინცესა დაიანა, ჰიუ ჯეკმანი, სილვესტერ სტალონე და სხვები... 
საკლასო ოთახი სიახლეების, მრავალფეროვნებისა და თავგადასავლების ადგილია, თავგადასავლისა, 
ყველაზე მთავარია, რომ ყურადღებით ვიყოთ და განსაკუთრებულად დენის წყაროსთან
მასაზო ნონაკა 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა
ბავშვისთვის ყველაფრის აკრძალვა არ შეიძლება
ეტალონი
2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხულოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ლენტეხის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,
საზოგადოება