სიახლეები
სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლო თსუ-ს წინააღმდეგ მაგისტრის სარჩელს განიხილავს
17-12-2018
-
+


თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის, ანა თავხელიძის სარჩელი, სადაც სტუდენტი თავისი სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასა და დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვას მოითხოვს. 

მაგისტრის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტები დაიცავენ.

etaloni.ge ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: 
 

„ანა თავხელიძე 2016-2018 წლებში სწავლობდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2018 წლის 17 ივლისს გაიმართა მისი სამაგისტრო ნაშრომის – „აუცილებელი მოგერიების გენდერული ანალიზი ქართულ სისხლის სამართალში საჯარო დაცვა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულ დაცვაზე კომისიის წევრების მხრიდან გამოვლინდა გენდერულად მიკერძოებული მიდგომა, რაც გამოიხატებოდა დისკრიმინაციულ გამონათქვამებში კომისიის წევრების მხრიდან. მოსარჩელის აზრით, კომისიის წევრებმა მსჯელობისას გაამყარეს დამაზიანებელი და შეურაცხმყოფელი გენდერული სტერეოტიპები, მაგალითად, გაუპატიურების საკითხის განხილვისას მათი პოზიციები შეიცავდა მსხვერპლი ქალის დადანაშაულებისა და პასუხისმგებლობის აპრიორი ქალზე დაკისრების მცდელობას.

ანა თავხელიძის შეხედულებები და ნაშრომში არსებული მსჯელობა განსხვავდებოდა კომისიის წევრების შეხედულებისგან. მოსარჩელის პოზიციით, კომისიის წევრებმა მისი შეხედულებები ავტომატურად მიიჩნიეს სამართლებრივად არასწორად, ვინაიდან განსხვავდებოდა მათი შეხედულებებისგან. კომისიის წევრების მხრიდან არგუმენტად სექსისტური მოსაზრებები იყო მოხმობილი. ნაშრომის დაცვა მიმდინარეობდა არაჯანსაღ, მტრულ გარემოში, რის გამოც სტუდენტს არ მიეცა პრეზენტაციის სრულყოფილად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ასევე გამოყენებულ იქნა დისკრიმინაციული და არაეთიკური ფრაზები: „სამართლებრივი სიბეცე”, „ევროპიდან წამოღებული სისულელე” და სხვა. საბოლოოდ, მათი დამოკიდებულება დამაზიანებლად აისახა სტუდენტის შეფასებაზე.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდგომ, შეფასების გამოქვეყნებამდე,  მოსარჩელემ მიმართა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტს და შეატყობინა მომხდარის შესახებ, თუმცა, უნივერსიტეტს დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება.

შესაბამისად, 21 ნოემბერს, ანა თავხელიძემ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასთან ერთად, დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვა მოითხოვა“, - ნათქვამია PHR-ის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება