ფერადი ფანტაზია და ჯადოსნური ხელები - „ნუცას ბაღის“ პატარები საახალწლოდ ემზადებიან
„ნუცას ბაღში“ საახალწლო ფუსფუსი დაიწყო.აქ პატარები მზრუნველ მასწავლებლებთან ერთად სადღესასწაულო მორთულობებს თავად ქმნიან და ზღაპრული დღეებისთვის ემზადებიან.
ფერადი ფანტაზიითა და ჯადოსნური ხელებით ბავშვები ფურცლებისგან ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს ჭრიან და საყვარელი ბაღის კედლებს ხალისით აფორმებენ.
„ნუცას ბაღი“ თქვენი შვილებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღ და ბედნიერ გარემოს ქმნის და სამომავლოდაც მრავალ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ.
იხილეთ ფოტოები