სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გურია ჩვენი გულია, სამშობლოს სიყვარულია“- ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
04-12-2018
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტი განახორციელეს, რომლის სახელწოდება გახლდათ - „გურია  ჩვენი გულია, სამშობლოს სიყვარულია“.

აღნიშნულს კლასის ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე უძღვებოდა.

პროექტის გეგმა, მიზანი, ამოცანები და აქტივობები მოსწავლეებთან თანამშრომლობით  შემუშავდა. მასზე მუშაობა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა გურიის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ლექსები და სიმღერები შეისწავლეს, გურულ ფოლკლორს გაეცნენ და  მარადიულ „ზურიკელასა და ოლღა ბებიაზე“ ინსცენირება მოამზადეს. ამავდროულად მათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით  რეპორტაჟი - „მაინც რა არის სამშობლო“  წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებშივე მეექვსე კლასის მოსწავლეები, მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად შემეცნებით ვიზიტით ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

ბავშვებმა პროექტზე მუშაობის პერიოდში ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები წაიკითხეს და მწერლის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს. 

პროექტის მონაწილეებს  სიგელები გადაეცათ,ხოლო მუზეუმის დირექტორმა ავთანდილ გოგიჩაიშვილმა სკოლას მადლობის სიგელი გამოუგზავნა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


სკოლები
ორდღიან სემინარს კახეთის რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგები ესწრებოდნენ.
სტუმარმა თავისი საინტერესო თავგადასავლების შესახებ ისაუბრა 
სკოლის აღსაზრდელებმა ბავშვთა უფლებების თემაზე პოსტერი მოამზადეს
სიახლეები
მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ  თავიანთ შვილებთან დაკავშირებით აქვთ
ცვლილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით ხორციელდება
ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-20 C-ით მაღალი იქნება
საინტერესო
მოდით, გადავხედოთ, როგორ მორთეს ნაძვის ხე ქართველმა ვარსკვლავებმა
„ინდივიდები, რომლებმაც გლანდები 9 წლის ასაკამდე ამოიჭრეს 3-ჯერ უფრო მეტად არიან 
ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ბაღებსა და სკოლებში ჯადოსნური ღონისძიებები იგეგმება 
ამ თემაზე ბრაზილიელმა მხატვარმა მილტონ ომენამ იმუშავა
თუ გსურს, რომ ბავშვი კომუნიკაბელური იყოს და ჰქონდეს სოციალური უნარები, აჩუქეთ მას ძაღლი"
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.


ყველაზე დიდი რამ, რაც შეგიძლია ადამიანს მისცე, არის ის, რაც მე ეტალონმა მომცა - სტიმული. 
ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ამჯერად, „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
საზოგადოება