სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა - იხილეთ მინისტრის ბრძანება
05-12-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილებები განხორციელდა. 

ცვლილებების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს დაევალათ:

  • ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის; 
  • სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის  კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა;
  • კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის – ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
  • ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს ცვლილების მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


სკოლები

ახალგაზრდა პოეტებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ 

სკოლა პირველ ადგილზეა მუნიციპალიტეტში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც

მეცადინეობა თემაზე „ნახშირწყლების როლი ადამიანის ცხოვრებაში“ გაიმართა 

სიახლეები

მასწავლებლებისთვის უქმდება 1 და 4 კრედიტქულის მიღება, მათ მხოლოდ 7 ან 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის გამოცდისთვის პროგრამა 

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების


გამოცდა შესაძლოა რამდენიმე საგანში ჩააბარონ

საინტერესო

ნებისმიერ მართლმადიდებელ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ წარმოთქვან სპეციალური ლოცვები

მასწავლებლის კლასში შესვლას მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან

საყვარელ მასწავლებლებთან ერთად ბავშვები დედებისთვის ხელნაკეთ ნივთებსა

ბაგა-ბაღი „მზესუმზირა“ პატარებთან ერთად ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას 

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში გამორჩეულად თბილი და კომუნიკაბელური 2 წლის სამანტა

ეტალონი

დღეს „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება

ოზურგეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის

ინტელექტ-ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებული

საზოგადოება