ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის კონკურსში გაიმარჯვეს
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა „კვანტი“ მათემატიკის კონკურსში გაიმარჯვა. გუნდი მეშვიდე-მეცხრე კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
კონკურსი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა და მასში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები