სიახლეები
სკოლები

თბილისის N132 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდის მიზნით ღონისძიებათა კვირეული ჩატარდა
16-11-2018
-
+


16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის N132 საჯარო სკოლაში კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეთა სრული ჩართულობით, მრავალფეროვან ღონისძიებათა ციკლი უძღოდა, სკოლის სხვადასხვა კლასისა და შესაძლებლობების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ მაჭარაშვილმა Etanoli.ge -სთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიებაში, კვირეულის დაწყების პირველივე დღიდან სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული. მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ის 30 მოსწავლე, რომლებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. მათ შორის ის ბავშვები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისანი არიან. დღევანდელ ღონისძიებაშიც, რომელიც ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ტარდება, არის მთელი კვირეულის შემაჯამაბელი ზეიმი, კვირეულის დაწყების პირველივე დღიდან ყველა მოსწავლე მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო ჩართული. იქნებოდა ეს პრეზენტაციები, კონფერენციები, ბავშვების მხრიდან ინფორმაციების მოძიება ტოლერანტობასთან დაკავშირებით თუ სხვა“.

ღონისძიება თანასწორობასა და ტოლერანტობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს თბილისის N132 საჯარო სკოლაში პირველად ჩატარდა. თამარ მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული ღონისძიება სკოლაში არსებულ ტრადიციულ ღონისძიებათა ნუსხას აუცილებლად შეემატება. რადგან სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდის მიზნით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღონისძიებათა დაგეგმვა და ორგანიზება აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. 

„სკოლა არის სამსექტორიანი, მრავალეთნიკური.  სკოლაში 13 ეროვნების ბავშვი სწავლობს. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენთან აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხაშია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მინდა გითხრათ, რომ სკოლაში ქართული სექტორი საერთოდ არ არსებობდა. იყო რუსული და სომხური სექტორი. ბოლო ოთხი წელია, რაც სკოლა გახდა ქართულენოვანი.  
ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და დამკვიდრების საქმეში. გავხსენით ინტეგრირებული კლასი, სადაც 8 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლე სწავლობს. ზოგადად ჯამში 30 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, სხვადასხვა დიაგნოზის მქონე მოსწავლე გვყავს. სკოლაში 10 აუტისტი მოსწავლეა, და ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებათა ნუსხაშია აუტიზმის ცნობადობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. ასევე დაუნის სინდრომის დღეს. “

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება