სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

„ბავშვისთვის კოფეინის დოზის გაკონტროლება მუცლადყოფნის პერიოდიდან არის მნიშვნელოვანი“- პედიატრის რჩევები მშობლებს
30-10-2018
-
+


ყავასა და კოფეინზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ყავისთვის დამახასიათებელი სასარგებლო თვისებების გარდა, კვლევებით დასტურდება ისიც, რომ კოფეინის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

საინტერესოა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც საქმე ყავას და მოზარდებს ეხება.

პედიატრების აზრით, 10-12 წლამდე ბავშვებისთვის ყავის მიღება არ შეიძლება, რადგან კოფეინს ორგანიზმზე არც ისე კარგი გავლენა აქვს, ბავშვი ხდება გაღიზიანებული და აგრესიული. პედიატრების უმეტესობის რეკომენდაციით, ბავშვები და მოზარდები კოფეინის მიღებას უნდა მოერიდონ, რადგან ის აღნიშნულ ასაკში ძილისა და სწავლის პროცესებს არღვევს.

სწორედ ამ აზრს იზიარებს პედიატრი ნინო გოდერძიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება და მშობელმა მისთვის კოფეინის დოზირებული მიწოდება სწორედ ამ პერიოდიდან უნდა აკონტროლოს.

- ბავშვისთვის კოფეინის დოზა მუცლადყოფნის პერიოდიდან არის მნიშვენელოვანი. ორსულებისთვის რეკომენდირებულია დღეში ერთი ფინჯანი, ისიც არა ხსნადი, არამედ გამოსახდელი ყავა, რომელიც შეიცავს კოფეინის დოზირებულ რაოდენობას. ასევე გასათვალისწინებელია კოფეინის დოზა მეძუძური დედებისთვის, რადგან ხშირად, როდესაც ბავშვი არის მეტად აქტიური, ჭირვეულობს, ვერ ახერხებს დაძინებას, ტირის, ეს ყველა მიზეზი შესაძლებელია სწორედ კოფეინის გადაჭარბებული რაოდენობით იყოს გამოწვეული, რომელსაც ბავშვი მშობლისგან იღებს.

- როგორ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ინტერესი ყავის მიმართ და რითი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ის მოზარდებში?

- ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ინსტიქტი გააკეთოს ის, რასაც მშობელი აკეთებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი მოითხოვს მასაც „გავასინჯოთ“ ყავა. ასეთ დროს არაფრით არ არის რეკომენდირებული ბავშვს ეს სურვილი ავუსრულოთ და ყავა მივცეთ, რადგან მისი ტვინი უმწიფარია და ყველა გამაღიზიანებელზე საკმაოდ რეაქტიულად პასუხობს.

ვფიქრობ, საქართველოში მოზარდებში ყავის მიმართ დიდი მოთხოვნილება არც არის. კი, სვამენ ბავშვები ყავას, მაგრამ როგორც აკრძალულ ხილს. კოფეინზე დამოკიდებულება უფრო კონკრეტული გაზიანი სასმელების და ენერგეტიკული სასმელების მიმართ გამოიხატება, რაც ცხადია ყავაზე უარესია. თუ ბავშვს ენერგიის ნაკლებობა აღენიშნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყავა ან ენერგეტიკული სასმელი უნდა მიიღოს, რომელიც 16 წლამდე ისედაც აკრძალულია. თუ ბავშვი იკვებება, ისვენებს და იზრდება ადეკვატურ გარემოში, მას არანაირი ზედმეტი დანამატი არ სჭირდება, ენერგიის ნაკლებობა მიგვითითებს, რომ ორგანიზმს აკლია წყალი. არა კომპოტი, კისელი, ყავა ან ჩაი, არამედ უბრალოდ წყალი, რომელიც მდიდარია ყველა იმ მიკროელემენტით, რაც სჭირდება ორგანიზმს.

ძალიან ბევრი მასალა არსებობს, სადაც წერია, რომ 12-13 წლის ასაკში ჩვეულებრივად შეიძლება ბავშვებისთვის ყავის მიღება, მაგრამ მე, როგორც პედიატრი, ჩემს პაციენტს არასოდეს მივცემ ამ რეკომენდაციას. ორგანიზმს სჭირდება შაქრის გარკვეული რაოდენობა. სხვა ენერგეტიკული სასმელები და საკვები შეგიძლიათ ძალიან მარტივად ჩაანაცვლოთ თაფლით, რომელიც არის ყველაზე სასარგებლო მიკროელემენტებითა და გლუკოზით სავსე.

საკვებ პროდუქტებში, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდების საკვებში აუცილებელია კოფეინის უსაფრთხო დოზის არსებობის კონტროლი. კოფეინის დადებითი და უარყოფითი ეფექტების გაანალიზებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოვიხმართ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომლის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება