სიახლეები
ეტალონი

„აქ ნათლად დაინახავთ, როგორ გიფასდებათ შრომა“ - „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლენილია
18-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა და „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მედეა სიფროშვილმა მოიპოვა.

ღონისძიებას საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი და საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე ესწრებოდნენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეს 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 100 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს ინფორმაცია სცენიდან დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა გააჟღერა, რასაც მაყურებლის დიდი ოვაცია მოჰყვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომან მუჩიაშვილმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ის იშვიათი პროექტია, რომელიც სწავლის დიდ სტიმულს აძლევს მომავალ თაობას. ამისთვის დეპუტატმა პროექტსა და მის დამფუძნებლებს დიდი მადლობა გადაუხადა:

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პროექტის ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს საქვეყნო და მომავლის საქმის მსახურებისთვის. „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და წახალისებას ემსახურება და ახალგაზრდებში მოქალაქეობრივ აზროვნებას აყალიბებს. მოვუწოდებ ყველას, ისწავლონ მეტი და მიიღონ მონაწილეობა ეროვნულ პროექტში, სადაც ყოველთვის შეძლებენ ნათლად დაინახონ, როგორ უფასდებათ შრომა.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშილმა ეტალონელებს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სამომავლოდ მეტი წინსვლა უსურვა:

„ეტალონში“ მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა და მინდა, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობა მივულოცო. განსაკუთებით ვულოცავ პირველადგილოსანს, რომელიც იმედია, რომ ფინალიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.“ 

საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა საქვეყნო საქმის მსახურებისთვის გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ თითოეული საგარეჯოელი ბავშვისა და მთელი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტია: 

„ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი დღით. მადლობა პროექტის ავტორს ცოდნის ზეიმის მოწყობისთვის. „ეტალონი“ თითოეული ქართველისა და რა თქმა უნდა, ყველა საგარეჯოელი ბავშვის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლელა მარიდაშვილმა გამარჯვებულს მოპოვებული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დღე კიდევ უფრო ემოციურია, რადგან გამარჯვებული მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეა:

„ეტალონი“ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ამაზე არავინ ვდაობთ, ძალიან ამაყი ვარ რომ ჩემს რაიონში დღეს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდა. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ დღევანდელი გამარჯვებული ჩემი მშობლიური სკოლის მოსწავლე გახდა. ის არაჩვეულებრივი ბავშვია, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარი გოგოა. წარმატებებს ვუსურვებ მას ჩემპიონატის ფინალშიც.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, არჩილ ჯაბადარმა „ეტალონს“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

„მხარს ვუჭერ განათლებასა და მოსწავლეთა წარმატებას, რომელსაც ეს პროექტი ემსახურება. „ეტალონში“ უზარმაზარ ეროვნულ საქმეს ეყრება საფუძველი. მივესალმები ორივე ხელით და სანამ შემეძლება ყოველთვის მხარში დავუდგები „ეტალონს“ ამ ღირსეული საქმის განხორციელებაში.“

რესურცენტრის უფროსმა, მანანა ცუცქირიძემ მადლობა გადაუხადა პროექტს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის და აღნიშნა, რომ საგარეჯოში მრავალ ნიჭიერ მოსწავლეს შორის ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდა:

„ძალიან მეამაყება საგარეჯოს თითოეული მოსწავლე, რომლებმაც „ეტალონში“ მიიღეს მონაწილეობა. ისინი ძალიან ჭკვიანი ბაშვები არიან და მიხარია, რომ  ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილესა და სკოლას. ასევე -  „ეტალონის“ დამფუძნებელსა და ხელშემწყობ ორგანიზაციებს. ვისურვებდი, ეს პროექტი გაგრძელდეს უსასრულოდ და ჩემი სკოლები იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ შესანიშნავ ღონისძიებიებებში.“

„2018-2019 სასწავლო წლის საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მედეა სიფროშვილი გახდა. მან ჩემპიონატში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და ღონისძიების ასეთი შედეგებით დასრულებას არ ელოდა:

„ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე. დიდი ხანია, ასეთი სიხარული არ განმიცდია. მადლობა „ეტალონს“. ჩემპიონატში პირველად ვმონაწილეობდი და გამარჯვებას არ ველოდი. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვურჩევ არასოდეს შეწყვიტონ სწავლა, შრომა და სწამდეთ რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად იქნებიან ჩემ ადგილზე.“

„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ სკოლის დირექტორის, ლელა ფანოზიშვილის თქმით, ყველაზე მაღალი დაინტერესება სკოლის ბავშვებში სწორედ „ეტალონს“აქვს. მისი თქმით, ამ პროექტის დახმარებით საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა სწავლისა და განათლების ფასი გაითავისეს:

„ეტალონი“ - ეს არაჩვეულებრივი პროექტია და ძალიან მეამაყება, რომ უკვე წლებია, ჩვენი სკოლა ჩემპიონატში აქტიურადაა ჩართული და გამარჯვება უკვე ტრადიციად გვექცა. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა სწავლის მნიშვნელობა გაითავისეს და წარმატებისკენ დაიწყეს სვლა. საამაყოა, რომ პირველი და მეორე ადგილი სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აიღეს. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომლის ფინალსაც განსაკუთრებული ემოციებით დაველოდებით მთელი სკოლა.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება