სიახლეები
ეტალონი

სამი წლის შემდეგ მოპოვებული გამარჯვება - ახმეტის „ეტალონი მოსწავლით“ მთელი რეგიონი ამაყობს
17-10-2018
-
+


„ნიჭიერების ზეიმი, ნიჭიერების აღმაფრენა“ - ასეთი შეფასება გაუკეთეს ახმეტაში  ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატს, სადაც 16 ოქტომბერს ახმეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

ინტელექტ-ჩემპიონატში ახმეტის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან 68 რჩეული მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვება კი აწყურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნუკრი გოგიჩაძემ მოიპოვა და ახმეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ზაზა მიგრიაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი - დავით შაშიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი - ფიქრია (ოლია) ხოხობაშვილი და ახმეტის რესურსცენტრის უფროსი - მანანა ნადიბაიძე ესწრებოდნენ. 

ახმეტის კულტურის სახლში კონკურსი გულშემატკივრების ჩართულობით მიმდინარეობდა, რომლებიც კონკურსანტებს  შეძახილებითა და მათ საგულშემატკივროდ სპეციალურად დამზადებული პლაკატებით ამხნევებდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა განსაკუთრებული გვერდში დგომა გამოუცხადა „ეტალონს“ და აღნიშნა რომ „ეტალონი მოსწავლით“ ამაყობს არამხოლოდ გამარჯვებულის სკოლა, არამედ მთელი ახმეტა. 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ახმეტისთვის. „ეტალონი“- ეს არის პროექტი, რომელიც არსებობის პირველი დღიდან არის ძალიან წარმატებული და პერსპექტიული. „ეტალონი მოსწავლე“ არამხოლოდ მის სკოლას, არამედ მთელ ახმეტას ეამაყება და ჩვენ ყველა მის წარმატებას ველოდებით ფინალზეც. ამ არაჩვეულებრივ პროექტს კი, მინდა ძალიან, ძალიან დიდხანს არსებობა ვუსურვო. რადგან მისი როლი საგანმანათლებლო სისტემაში ძალიან დიდია...“ 

რესურსცენტრის უფროსმა მანანა ნადიბაიძემ ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატი ნიჭიერების ზეიმად მოიხსენია და აღნიშნა,რომ ამ კონკურსის როლი ძალიან დიდია, რადგან ეტალონი ეხმარება ბავშვებს საკუთარი ცოდნის გამოვლენაში: 

„დღევანდელი დღე იყო მართლა ნიჭიერების ზეიმი, ნიჭის აღმაფრენა. ასეთი კონკურსების როლი ძალიან დიდია. ბავშვებს აქვთ სწავლის მოტივაცია, საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. მოხარული ვარ რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეების შრომა ასეთი სახით დაფასდა. ძალიან ბევრი ნიჭიერი და კარგი მოსწავლიდან „ეტალონმა“ საუკეთესო მოსწავლე გამოავლინა და მინდა მას წარმატება ვუსურვო ფინალშიც და ვფიქრობ ის საქართველოს მასშტაბითაც გვასახელებს...“ 

ინტელექტ-ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ემოციური იყო გამარჯვებულის, ნუკრი გოგიჩაძემ კომენტარი, რომელმაც „ეტალონში“ წელს  მესამედ მიიღო მონაწილეობა და ჩვენთან საუბრისას აღნიშნა რომ მიღწეული წარმატება არამხოლოდ ცოდნამ, არამედ მიღებულმა გამოცდილებამ და ლოგიკის უნარმა მოუტანა, რომლის საშუალებითაც რამდენჯერმე მივიდა კიდეც სწორ პასუხამდე. 

„გახარებული და ცოტა განცვიფრებული ვარ. აქამდე ორჯერ ვმონაწილეობდი „ეტალონში“. მართალია, მაშინ ათეულშიც არ მოვხვედრილვარ, მაგრამ ორივე ჯერზე დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა გამარჯვებული ვარ. ყველა მონაწილეს ვუსურვებ ასეთ კონკურსებში ხშირად მიიღონ მონაწილეობა და არ დანებდნენ. რაც უფრო მეტ გამოცდილებას აგროვებ, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ძალიან მინდა ფინალიც წარმატებით დავასრულო...“ 

ახმეტის მუნიციპალიტეტში ეტალონის მიერ ორგანიზებული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებული და განსხვავებული იყო ერთ-ერთი მიზეზის გამოც. „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულის სკოლის დირექტორი და დედა ერთი და იგივე ადამიანია. ბელა ბახბახაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საამაყოა მისთვის როგორც დედისთვის და კიდევ უფრო საამაყოა როგორც იმ სკოლის დირექტორისთვის, რომლის მოსწავლეც არის გამარჯვებული, რადგან, მისი თქმით, ეს წარმატება პირველ რიგში სკოლის წარმატებაა. 

„მიხარია როგორც დედას, და კიდევ უფრო მიხარია როგორც იმ სკოლის დირექტორს სადაც სწავლობს ნუკრი. რადგან ეს პირველ რიგში სკოლის გამარჯვებაა. შარშან სამი მოსწავლე იყო ათეულში ჩვენი სკოლიდან. წელს „ეტალონი მოსწავლე“ და მეორე ადგილის მფლობელი ჩვენი სკოლის ბავშვები გახდნენ. ეს ნამდვილად სასიხარულოა და მინდა „ეტალონს“ და მის შემოქმედებით გუნდს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მადლობა ვუთხრა ამ პროექტისთვის. ჩვენ ვეცდებით ახმეტა ფინალშიც ვასახელოთ...“ 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია (ოლია) ხოხობაშვილმა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატი ეროვნულ საქმედ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მოტივაციას აძლევს ახალ თაობას იყვნენ განათლებულნი და წარმატებულნი. მან ასევე გააკეთა კომენტარი ერთ-ერთ შემოქმედებით ნომერზე, პანკისელი ბავშვის აკა გაურგაშვილის მიერ წაკითხულ ლექსზე „ხმალი ავლესოთ ქართველებო“, რომელსაც ღონისძიებაზე განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ქონდა. 

„განათლება - ეს უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი საქართველოსთვის. „ეტალონის“ ეს ინტელექტ-ჩემპიონატი აღვიძებს ბავშვებში სწავლის მოტივაციას. მოტივაციას,რომ იყვნენ განათლებულები. ისინი ასეთი კონკურსების საშუალებით კიდევ უფრო ნათლად ხედავენ საკუთარი შრომის შედეგს. დღეს ვუყურებდი ამ გულანთებულ ბავშვებს, რომლებიც თურმე კომპიუტერის იქით წიგნსაც კითხულობენ და ცდილობენ წარმატებას მიაღწიონ. წარმატებული თაობა კი ქმნის წარმატებულ სახელმწიფოს.

მე ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან ეს არის ეროვნული საქმე. საქმე, რომელიც აუცილებლად გამოიღებს კიდევ უფრო დიდ შედეგს მომავალში...“ 

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ გრძელდება. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება