სიახლეები
სიახლეები

რომელ სკოლებში შევა და რა მოვალეობები ექნება სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს
15-10-2018
-
+


მცირეკონტიგენტიან სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შემოვიდა. 
 
მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელის შორენა ზედგინიძე etaloni.ge - სთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს თითქმის იგივე უფლება-მოვალეობები ექნება რაც მანდატურს აქვს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ის სკოლის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მანდატურის სამსახურთან კოორდინირებულად იმუშავებს.

„მცირეკონტიგენტიან სკოლებში დავიწყეთ პროგრამა, „უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი“. დაწყებულია მათი გადამზადებაც. ეს გულისხმობს, რომ სკოლაში გამოყოფილი იქნება პირი, რომელსაც ჩვენთან ექნება კოორდინაცია და ჩვენთან შეთანხმებით იმოქმედებს. 

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ექნება იმის რესურსი და ცოდნა, რომ მეტნაკლებად იგივე პროცედურები ჩაატაროს, რასაც მანდატური აკეთებს. ჰქონდეს პირველადი იდენტიფიცირების საშუალება, თუკი რაიმე ძალადობას ექნება სკოლაში ადგილი ან დასჭირდება ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება. რის შემდგომაც უკვე ჩვენთან შეგვეძლება დახმარება, ვინიდან ჩვენ გვაქვს ასევე კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ახდენს ფსიქოლოგიურ თუ სხვა ტიპის დახმარებას“, - აცხადებს შორენა ზედგინიძე.

Etaloni.ge -ს კითხვაზე ვინ იქნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ეს „იქნება სკოლის თანამშრომელი, სავარაუდოდ სკოლის დირექტორი ან დირექტორის მოადგილე“.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით უკვე გადამზადდა კახეთისა და შიდა ქართლის 134 წარმომადგენელი და ისინი უკვე მუშაობენ. ამასთან, გადამზადების პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იმ სკოლას მოიცავს სადაც მანდატური არ არის. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება