წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლადგარემონტებულ შენობაში დაიწყეს
წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლადგარემონტებულ შენობაში დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა, პირველკლასელებს კი ბუკები გადასცა.
აღსანიძნავია, რომ წელს წევის საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა.
იხილეთ ფოტოები