მიხეილ ბატიაშვილმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
17-09-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„ყველაფერი, რაც გვაკავშირებს აფხაზეთთან, განსაკუთრებით ძვირფასია! სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება...“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტში სტუმრობისას.
მინისტრი უნივერსიტეტში სტუმრობამდე 150-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც მან სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიმართა.