სიახლეები


„როგორ ვერ ჩამოგისწარი, როგორ ვერ მოგეფერე“ - ზუზუს მეგობრების სულისშემძვრელი წერილები მსახიობს
17-08-2018
-
+


გუშინ, დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში 40 წლის ცნობილი მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.  ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი ცნობით გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე გარდაცვალების სხვა დეტალები უცნობია.

ზუზუ თავის მდგომარეობაზე, გაჭირვებაზე, არეულ ცხოვრებაზე ხშირად საუბრობდა სხვადასხვა თოქ-შოუებში. მისი ბოლოდროინდელი როლებიდან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს მეუღლე გვახსენდება.

მსახიობს სოციალურ ქსელში მეგობრები იგონებენ.

თამო ვაშალომიძე (მოდელი): „ზუზუ იყო სუფთა და კეთილი ადმაიანი. ძალიან მეწყინა. კიდევ ვერ ვიჯერებ“

სალომე შარვაძე (მსახიობი): „არ არსებობსსსსს ზუზუუუუუუუუ, მიყვარხარრრრრ ჩემო ყველაზე მხიარულოოოოო... ჩემო ტკბილო ადამიანოოოო, აუ, როგორ მიყვარხარრრრ...“

ნატო დუმბაძე (პროდიუსერი): „და ისევ ახლა აღვშფოთდებით ყველა როცა აღარ არის... ზუზუ...“

თიკო თვალაძე (ჟურნალისტი): „მთელი თბილისი გლოვობს და კაცი უპატრონობით, მილიონი პრობლემით წავიდა...“

გიორგი გოგშელიძე (მეგობარი): „შორიდან ვიცნობდი ყველაზე პოზიტიური და კარგი ადამიანი იყო. მახსოვს ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა აცხადებენ ყალბ ინფორმაციებს, რომ მოკლული მიპოვეს სადღაცო და ათას სისულელეს წერენო. რომც მოვკვდე არ გაუკვირდებათო...

კიდევ მახსოვს ამბობდი არაფრის მეშინია, საერთოდ არაფრის მეშინიაო... უფრო სწორედ ღმერთის მეშინიაო ან საერთოდაც არ მეშინია იმდენად მიყვარს, ასე მგონია პოზიტიურად მიყურებსო.

ზუზუ, შენ წახვედი. მართლა დასანანია, არტისტები რომ გვტოვებენ. ნათელში იყოს შენი ალალი და მხიარული სული...“

ტატიანა ფხაკაძე (მეგობარი):
 „არ არსებობს, ვერ ვიჯერებ. ჩემი ზუზინკლა, როგორ მტკივა ღმერთო რატომ... როგორ მენატრები ზუუ, როგორ ვერ ჩამოგისწარი, როგორ ვერ მოგეფერე. არადა იცინოდი, იმდენი ხანია გელოდები, მგონი სიბერეში შევხვდებით ერთმანეთს და ჩაიში სუხარს ჩავალბობთო. ზუუ, ტკივილამდე მიყვარხარ...“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება