კონკრეტული დავალების გასაჩივრებისას, სააპელაციო კომისიამ იცის თუ არა, რამდენი ქულით არის შეფასებული გასაჩივრებული დავალება
15-08-2018
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როდესაც აბიტურიენტი კონკრეტულ დავალებას ასაჩივრებს, არსებული შეფასება კომისიამ არ იცის, დავალებას ხელახლა ასწორებს და ინდივიდუალურ შეფასებას ანიჭებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge მიიღება.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.