მახოს საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ემოციური კონცერტი ჩაატარეს
მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ღონისძიება „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ მოეწყო.
აღნიშნულში მონაწილეობა უმცროსკლასელებმა მიიღეს.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა ემოციური გახლდათ.