სიახლეები


როდის მიიღებენ მასწავლებლები ზაფხულის საშვებულებო ანაზღაურებას და სახელფასო დანამატებს
10-07-2018
-
+


პედაგოგთან ნაწილს ზაფხულის შვებულების თანხა დანამატთან ერთად რამდენიმე დღის წინ დაერიცხა, ნაწილი კი - დღემდე ელოდება. რა ვადებში უნდა დაირიცხოს ხელფასი და დანამატი ამ კითხვით Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ივნისის ბოლოს ყველა საჯარო სკოლამ სრულად მიიღო ივლისი-აგვისტოს ვაუჩერული დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გასცემენ მასწავლებელთა საშვებულებო ანაზღაურებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე სკოლებმა უნდა ჩაურიცხონ მასწავლებლებს ზაფხულის შვებულების თანხა. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგ სკოლაში ეს პროცესი გვიანდება.

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, ამასთან დაკავშირებით უწყებაში აცხადებენ, რომ გასულ წლებში სამინისტრომ ივლისი-აგვისტოს დანამატი საჯარო სკოლებში გადარიცხა 6 ივლისს და წელსაც ანალოგიურად იქნება. რეგულაციების შესაბამისად კი, 15 ივლისამდე მოხდება დანამატების დაზუსტება.

ცნობისთვის, პედაგოგების სტატუსის დანამატები ყოველთვიურად ანგარიშდება სკოლების ინფორმაციის საფუძველზე და დამატებითი დაფინანსების სახით ერიცხება სკოლებს.

ყოველთვიური გაანგარიშება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პედაგოგის მიერ იმ თვეში ფაქტობრივად ჩატარებული ყველა საათი გათვალისწინებული იყოს და თითოეულმა სრულად მიიღოს შესაბამისი დანამატი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება