გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისთვის პრეზენტაცია გამართეს
28-06-2018
დაკოპირებულია
-
+
„არა ძალადობას“ , „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „ერთად ვიხმაუროთ ბულინგის წინააღმდეგ“,-ამ ლოზუნგებით გამოეხმაურნენ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობის საწინააღმდეგო დღეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ჩაგვრის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს და ძალადობის პრევენციის გზების ძიებას შეეცადნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია ძალადობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.