სიახლეები


სქესის სტატისტიკა - რომელ ფაკულტეტებს ირჩევენ ბიჭები და რა პროფესიებზე აბარებენ გოგონები უმეტესად
24-06-2018
-
+


რომელ  ფაკულტეტებსა და პროფესიებს ირჩევენ საქართველოში სქესის მიხედვით? - აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოითხოვა. 

სტატისტიკურ მონაცემებში ნაჩვენებია ფაკულტეტები, რომელზეც ორივე სქესი თანაბრად აბარებს, ან პირიქით, ერთ-ერთი სქესი ნაკლებ ინტერესს გამოხატავს.     

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტებს აკადემიური პროგრამის შეცვლის შესაძლებლობა 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ, შესაბამისად, მოცემული მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს. 

ამ ეტაპის მონაცემები კი შემდეგია: 

თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:  მამრობითი - 2223 სტუდენტი, მდედრობითი-2199;

თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: მამრობითი- 1656 სტუდენტი, მდედრობითი- 1511;

თსუ, იურიდიული ფაკულტეტი: მდედრობითი-2363 სტუდენტი, მამრობითი- 1386;

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-1626 სტუდენტი, მამრობითი-821;  

თსუ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-1000 სტუდენტი, მამრობითი-170; 

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-2852 სტუდენტი, მამრობითი-760;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი: მამრობითი-1978 სტუდენტი, მდედრობითი-1532;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი: მამრობითი-2754 სტუდენტი, მდედრობითი -281;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი: მამრობითი 3246 სტუდენტი, მდედრობითი-4;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი: მამრობითი-2729 სტუდენტი, მდედრობითი-186;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი: მამრობითი-1808 სტუდენტი, მდედრობითი-397;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა: მდედრობითი-3366 სტუდენტი, მამრობითი-2986; 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: მდედრობითი-4563 სტუდენტი, მამრობითი-1577; 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა: მდედრობითი-1118 სტუდენტი, მამრობითი-836; 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-1280 სტუდენტი; მამრობითი-285;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი: მდედრობითი-2785 სტუდენტი, მამრობითი-1857; 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-1091 სტუდენტი, მამრობითი-164;

სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი: მამრობითი-1555 სტუდენტი, მდედრობითი-10;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: მამრობითი-2456 სტუდენტი, მდედრობითი-1848;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მდედრობითი-1566 სტუდენტი; მამრობითი-624. 

ამ სტატისტიკის მიხედვით, მდედრობითი სქესის სტუდენტები სჭარბობენ ჰუმანიტარულ, იურიდიულ, ფსიქოლოგიის, ბიზნეს და მედიცინის ფაკულტეტებზე, ხოლო მამრობითი სქესის სტუდენტები უმეტესად გვხვდებიან ბიზნეს-ინჟინერინგის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და მართვის სისტემების, სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის და საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტებზე

ბუნებრივია, მონაცემები სრულყოფილ სურათს არ ასახავს, რადგან აქ მითითებულია მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი და ის ფაკულტეტები, რომელთა მიმართაც ყველაზე მეტი დაინტერესება გამოხატა ორივე სქესის წარმომადგენლებმა. სტუდენტების მონაცემები სქესისა და ფაკულტეტების მიხედვით სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: „აქტიური სტუდენტები ფაკულტეტებისა და სქესის ჭრილში“.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება