სიახლეები


რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ
19-06-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ცვლილებები გააცნო.

მინისტრის თქმით, უკვე შემუშავებულია უსაფრთხო სკოლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც ძალადობისა და ბულინგის პრევენციის მიმართულებით არაერთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მოიცავს. ამასთან, მთელი რიგი ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობაში მანდატურის სამსახურის განვითარებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ რისკების დროული და ეფექტური იდენტიფიკაციისა და მართვის მიზნით გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მანდატურები, ფსიქოლოგები და სკოლაში უსაფრთხოების პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები. დაწყებულია თანატოლთა ურთიერთგანათლების ანტიბულინგური პროექტები, ხოლო სექტემბრიდან ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების პროგრამები დაინერგება.

ფსიქოლოგიური სამსახურის ბაზაზე შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. მოქმედებს 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც ხელს უწყობს ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებასა და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზე გამოვლენას. ხაზგასასმელია, რომ რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ.

სკოლებში საინფორმაციო კამპანიის მიზნით, ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც სკოლებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ფლაერების სახით დაურიგდათ. დაინერგა და უწყვეტად გრძელდება პროგრამა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებში, ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია 70 000-ზე მეტმა მოსწავლემ დააფიქსირა, მათი შეხედულებები სტრატეგიაში აისახა.

მინისტრის თქმით, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს გაუჩენს ვალდებულებას, ძალადობის რისკებთან დაკავშირებული პროცესები ერთობლივად მართონ. ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობა მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შესაბამისად, გაორმაგდა სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება