სიახლეები


სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო, თბილისის N190 საბავშვო ბაღში მოკვლევა მიმდინარეობს
14-06-2018
-
+


თბილისის N190 საბავშვო ბაღის აღმზრდელს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნესტან ბლუიშვილი უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც იგი ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, გუშინ მისი სამი წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოიყვანეს ბაღიდან.

„გუშინ ჩემი სამი წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოვიყვანეთ ბაღიდან, თვალის ქვედა მხარე და ცხვირი აქვს დარტყმული. გადარჩენილია, რომ თვალი ან საფეთქელი არ დაარტყა. მასწავლებელმა გვითხრა, სკამს დაარტყა დილითო და არ დაურეკავს. ჩვენ საღამოს გამოვიყვანეთ. ბავშვმა თქვა, მაგიდიდან ვხტებოდითო. (ბავშვები მაგიდებზე დახტიან და მასწავლებელი ალბათ ინტერნეტში იყო შემძვრალი) კამერები მხოლოდ დერეფნებშია. ოთახებში არაა,“ - აღნიშნავს ნესტან ბლუიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც Etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, N190 საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს: 

„როგორც კი ფაქტის შესახებ შევიტყვეთ, მომენატალურად გავგზავნეთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არკვევს ფაქტის დეტალებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მუსიკის დარბაზში მოხდა. ოთახებში კამერები არ არის და შესაბამისად, ვიდეომასალაც არ გვექნება. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ მოკვლევის პროცესი არ დასრულდება,“ - აღნიშნეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

გარდა ამ ბაღში მომხდარი ფაქტისა, ბავშვის დეიდა ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, რომ ყველა საჯარო ბაღში ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან:

„ყველა საჯარო ბაღში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს - ტუალეტში არ მიჰყავთ. ეუბნებიან, რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ, მერე მშობლებს ურეკავენ, რომ ბავშვმა ჩაისვარა და წაიყვანონ. ვისაც პამპერსი უკეთია, იმათაც უშლიან ბაღში კუჭში გასვლას. ეს ამბავი გუშინ გავიგე. გაცოფებული ვარ. ასეთი არაადამიანები რატომ მუშაობენ ბავშვებთან?!“ - აღნიშნავს ნესტან ბლუიშვილი.

ბაღებში ბავშვების არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, სააგენტოში Etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ ეს სასტიკი ცილისწამებაა:

„პოსტის ბოლოს ბავშვის დეიდა აღნიშნავს, თითქოს ბავშვებს ტუალეტში არ უშვებენ და შეკავებას აიძულებენ, ფაშისტურად ექცევიან, ეს არის სასტიკი ცილისწამება,“ - აღნიშნავენ სააგენტოში.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება