სიახლეები
სამასწავლებლო

„უნდა ასწავლო, როგორ ისწავლონ“ - ინტერვიუ სპეცმასწავლებელ ქეთევან მჭედლიშვილთან
14-06-2018
-
+


თბილისის N127 საჯარო სკოლა 2015 წლიდან ბევრისთვის სინათლის სხივად იქცა... 

ყველაფერი ერთი პატარა მცირემხედველი ბავშვის ისტორიით დაიწყო, რომელმაც მასწავლებლებს ინკლუზიური განათლების დანერგვის საჭიროებაზე მიანიშნა.       
 
მით უმეტეს, რომ სკოლა ტერიტორიულად ქვემო ფონიჭალაში, ე.წ უსინათლოთა დასახლებაში მდებარეობს და აქ ბავშვებს სპეციალურ საგანმანთლებლო პირობები და მიდგომები სჭირდებათ.   

ამ გზაზე სკოლასთან და მოსწავლეებთან ერთად პირველ ნაბიჯებს სპეცმასწავლებელი და ორიენტაცია-მობილობის ინსტრუქტორი ქეთევან მჭედლიშვილი დგამდა.

დღეს ის Etaloni.ge - ს რესპონდენტია.      
 
- რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქომე (სსსმ) მოსწავლეა თქვენს სკოლაში? 

- სკოლაში 28 სსსმ მოსწავლეა, აქედან უმეტესობა მხედველობის დარღვევის მქონეა, გვყავს მოსწავლე სმენის პრობლემებით, ასევე ქცევითი და ემოციური განვითარების დარღვევებითა და სოციალური ფაქტორებით გამოწვეული, სხვა სირთულეების გამო ეროვნული სასწავლო გეგმას ჩამორჩენილი ბავშვები.     

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს სკოლაში...

- ჩვეულებრივ, დილიდან იწყება სამუშაო დღე. მთელი კვირის დღის განრიგი გაწერილი გვაქვს, რა დროს რომელ ბავშვთან ვმუშაობთ.    
 
2015 წლიდან აქტიურად დავიწყეთ ტრენინგების გავლა და თითოეული პედაგოგის გადამზადება. შევისწავლეთ ინკლუზიური განათლების, მცირემხედველი მოსწავლეების საკითხი.   
   
არიან ბავშვები, რომლებსაც რესურსოთახში ვარჯიში სჭირდებათ. ვმუშაობ ინდივიდუალურად, სხვადასხვა უნარის გასავითარებლად ვაკეთებთ აქტივობებს, მაგრამ გაკვეთილზე დასწრებაც ძალიან ეფექტური და აუცილებელია მათთვის ინტეგრაციისა და შემეცნების კუთხით.

ხშირად ვესწრები საგაკვეთილო პროცესს, ვუჯდები მოსწავლეს გვერდით და მხედველობითი თუ სხვა სირთულეების დაძლევაში ვეხმარები.

მაგალითად, მოსწავლეს, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს აღქმა ხმით შეუძლია, ან თუ წინასწარ ვიცი, რომ ხვალ მათემატიკაში კვადრატი და მისი აგებულება უნდა ისწავლოს, ვამზადებთ ამავე ფორმის მაკეტს და აღქმას ვუმარტივებთ. 

- რა სპეციფიკურობით გამოირჩევა სპეცმასწავლებლობა? 

- როგორც ყველაფერს, ამ საქმესაც დიდი სიყვარული, მონდომება და შრომა სჭირდება. მაგრამ სსსმ ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებულ ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.     
   
თუ ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, შეგვიძლია ვასწავლოთ სმენით, შეხებით... რომელი გზაც უმარტივდება.    

განვლილმა სამმა წელმა, მრავალმა დაკვირვებამ და მიდგომამ დიდი გამოცდილება მოგვცა.

როდესაც პირველ წელს მცირემხედველი გოგონა მივიღეთ, პირველი კლასის ბოლოს მას მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებით, გარკვეული ჩამორჩენა ჰქონდა. წელს კი, ანალოგიური დიაგნოზით მისი და მოვიდა ჩვენთან და პირველი კლასი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტებით სრულად დასძლია.

მნიშვნელოვანია, ბავშვებს ასწავლო, როგორ უნდა ისწავლონ - ეს იყო ჩვენი სკოლის წარმატების ფორმულა, რომელიც დროთა განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან და შრომიდან მოდის.

- ბრაილის შრიფტს არ იყენებთ სწავლებაში?

- ამ ეტაპზე არ ვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსწავლეები მცირემხედველები არიან, ჩემი დიდი სურვილია, მეთოდის სწავლებაში შემოტანა.

ჩვენ ხომ არ ვიცით, დაავადება როგორი რეგრესით მიდის, ამიტომ სანამ ბავშვი მცირემხედველია, ბრაილის შრიფტისა და თეთრი ხელჯოხის გამოყენების სწავლება საჭიროდ მიმაჩნია.

ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კარგად განვითარდეს, მაგრამ ეს ცოდნა ყოველთვის გამოადგებათ.

მინდა აღვნიშნო, რომ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს შეიძლება, სათვალის გამოყენებით, ან შრიფტის გადიდებით დავეხმაროთ კითხვაში, მცირემხედველებისთვის კი საჭიროა „სისიტივის“ გამოყენება. 

ესაა პორტატული კომპიუტერის მსგავსი მოწყობილობა, რომლის ქვემოთაც წიგნი იდება და მოსწავლეს, ეკრანის მეშვეობით გამოსახულების, შრიფტის გაზრდა დაპატარავება, ფერების დარეგულირება შეუძლია.

მადლობა მინდა გადავუხადო ეკატერინე დგებუაძეს, რომლის დახმარებითაც განათლების სამინისტრომ „სისიტივი“ გადმოგვცა და ჩვენს მოსწავლეებს სწავლის პროცესი გამარტივებასთან ერთად, გაუხალისა.

- თქვენი გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა მასწავლებლებს  სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისას?

- განვმეორდები და ვიტყვი, რომ სპეცმასწავლებელს ბავშვები და მათი დახმარება უნდა გიყვარდეს.

მუდმივად უნდა ეცნობოდე სიახლეებს, მითუმეტეს, ინტერნეტსივრცეში მრავალი საჭირო აქტივობაა ხელმისაწვდომი.

უნდა გქონდეს დაკვირვებისა და ბავშვის სწორი შეფასების უნარი, საჭიროა გაერკვე რაში აქვს პრობლემა, ან რა უმარტივდება და ამის გათვალისწინებით, ინდივიდუალური მიდგომით მიჰყვე მის განვითარებას.

- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს პროფესია?

- ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით, სხვა ქვეყნებშიც მრავალი მნიშვნელოვანი საფეხური გაიარეს. ჩვენც დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა წინ და წინა წლებთან შედარებით ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ვისწავლეთ. იმედი მაქვს, რომ უფრო განვვითარდებით და ამ ბავშვებს ფეხზე დავაყენებთ.

- თქვენი, როგორც სპეცმასწავლებლის გამორჩეული სურვილი...

-  თანამედროვე სტანდარტების, სსსმ ბავშვებზე მორგებულ და ადაპტირებულ გარემოს ვისურვებდი, სადაც მოსწავლეებს, მშობლებსა  და მასწავლებლებს ერთობლივი ძალებით, მათი წარმატებული და ბედნიერი მომავლისთვის ბრძოლას უკეთ შევძლებდით...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ბუნების სადარაჯოზე“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება