''ლედი-მაიმუნი'' - დაუჯერებელი ამბავი XIX საუკუნის ცირკიდან
25-11-2016
დაკოპირებულია
-
+
XIX საუკუნეში საოცრად პოპულარული იყო საცირკო წარმოდგენები, რომლებშიც სხვადასხვა დაავადებისა და ანომალიის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ. ასეთები იყვნენ სიამის ტყუპები, ზედმეტი კიდურების მქონე ადამიანები, ცხოველების მსგავსნი და ა.შ. ზუსტად ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ხულია პასტრანა. მას ხშირად უწოდებდნენ "ქალ-მაიმუნს" ან "ქალ-დათვს".
ყველაფერი კი იმიტომ, რომ საოცრად ხშირი თმის საფარი ჰქონდა მთელ სხეულსა და სახეზე.ხულია 1834 წელს დაიბადა მექსიკაში. მას იშვიათი მემკვიდრული დაავადება – ჰიპერტრიქოზი ჰქონდა. თავიდან ბოლომდე თმით იყო დაფარული, ჰქონდა უჩვეულოდ დიდი ცხვირი, ყურები და კბილები და ძალიან ჰგავდა გორილას.