სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საგანმანათლებლო კვირეული მიეძღვნა 
27-02-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს შემეცნებითი ხასიათის კვირეული მიეძღვნა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან თარიღთან დაკავშირებით გამართულ კვირეულში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-7- მე11 კლასის მოსწავლეები. 

კვირეულის ფარგლებში გაიმართა ინფორმაციული ხასიათის ლექცია-სემინარები, სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა, რომელიც არც ისე შორეული წარსულის შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი, სახელწოდებით - „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი“,  ჩაატარეს პრეზენტაციები, სადაც გამოყენებული ჰქონდათ ფოტომასალა და ისტორიული დოკუმენტები, შექმნეს მარო მაყაშვილის დღიური და მხატვრულად, ემოციებით სავსეებმა სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეები და პატივი მიაგეს ოკუპაციის უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

კვირეულის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მადონა ტოკლიკიშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება