| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის N7 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.
ამჯერად, სკოლა მცირე საგრანტო კონკურსის - „მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი-აქტიური სკოლის მოდელი“ ფარგლებში, ჩატარებულ კვლევას შეუერთდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად მიმართული საქმიანობა პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ დახმარებითა და მენტორობით დაიგეგმა.
ამ თემასთან დაკავშირებით, სკოლას ესტუმრნენ: ამირან გიგინეიშვილი და დავით გოგიჩაიშვილი. სკოლაში, ასევე ჩატარდა მასტერკლასი და დაიგეგმა შეხვედრებიონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე.
„პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა - „სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისა და სკოლის, ოჯახისა და თემის პარტნიორობის ასპექტები და შესაძლებლობები“, მიზნად ისახავს ჩვენი სკოლის პოლიტიკაში მშობელთა ჩართულობის დონის დადგენას, კმაყოფილების დადგენასა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში