| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში თეატრალური დასის წარმატებას აღნიშნავენ.
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ქუთაისის კულტურის ცენტრის სცენებზე, მოზარდ- მაყურებელთა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრის „მარჯანიშვილელების“ ორგანიზებით, საერთაშორისო ფესტივალი „N - ოვაცია“ ჩატარდა.
ფესტივალის მიზანი იყო, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასების ჩამოყალიბება, სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მოზარდი თაობის სულიერი აღზრდა და სკოლის შემდგომი დროის რაციონალურად გამოყენება.
ქუთაისის N32 საჯარო სკოლა ფესტივაზე საინტერესო სპექტაკლით წარდგა. სკოლამ წარმოადგინა თანამედროვე მწერლის - თამრი ფხაკაძის მოთხრობის - „გიო“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
ინსცენირების რეჟისორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი კაშია.
ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. სპექტაკლის შეფასებისას მთავარი ყურადღება ექცეოდა წარმოდგენის იდეურ-თემატურ ჩანაფიქრს, მონაწილეთა სამსახიობო ოსტატობასა და გამართულ მეტყველებას.
ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალზე „N - ოვაცია“ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, ლალი კაშია დაჯილდოვდა ნომინაციაში - „წლის რჩეული პედაგოგი“. ნომინაციაში -„ორგანიზატორების რჩეული“ დაჯილდოვდა მოსწავლე გიორგი აბულაძე. ხოლო სპექტაკლი - „გიო“ საუკეთესოდ დასახელდა ნომინაციაში „ქართული ეროვნული სულის საუკეთესო წარმოჩინება“.
„ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს, მასწავლებელს, სკოლის დირექციას მიღწეულ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში