სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მერვეკლასელთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მუზეუმში
22-02-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო გასვლით აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიებს სთავაზობენ.

18 თებერვალს, სავანეთის საჯარო სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

ექსკურსიას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა და შემეცნებითი ხასიათის იყო. 

ბავშვები აღნიშნულ დღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ექსკურსიამძღოლი მოსწავლეებს დროდადრო კითხვებს უსვამდა, მოსწავლეები კი პასუხობდნენ. მათ ცოდნას შეემატა ქსკურსიამძღოლის ნაამბობი კადრები და ეპიზოდები.

„საინტერესო სანახავი იყო ჯარისკაცების ფარაჯა, ციხის კარი, ასევე, მარო მაყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ეპიზოდები, ათასობით დახვრეტილი ადამიანების ისტორია, გვარები, რომლებიც ამოიკითხეს მოსწავლეებმა დახვრეტილ ჯარისკაცთა სიებში. ექსკურსიამძღოლი მოსწავლეებს ესაუბრა მე-11 წითელი არმიის შემოსვლაზე, გიორგი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის გმირობასა და დამსახურებაზე, სერგო ორჯონიკიძის  მოღალატეობრივ ქმედებაზე. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს ბავშვებმა „შეთითხნული ოქმების“ შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს აღნიშნული კლასი აპირებს ღონისძიების გამართვას საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით. მუზეუმში ნანახი და მოსმენილი კადრები, როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს ინფორმაციის სრულფასოვნად აღქმაში დაეხმარება.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლის ცოდნა ხარისხიანია, როცა შეძლებს ახალ სიტუაციებთან, ცვალებად მოთხოვნილებებთან ადაპტირებას, ნასწავლის დაკავშირებას პრაქტიკასთან, ტრანსფერს, ცოდნის ქმედებაში გადატანას. შემეცნებითი სახის ექსკურსია მოსწავლეებს სიღრმისეულად გააზრებასა და დიდხანს დამახსოვრებაში ეხმარება, უვითარებს განსჯის, კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარებს, ეს კი ის უნარია, რომელიც დაეხმარება პრობლემების გადაჭრასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება