სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა საინტერესო ლექცია ჩაატარა
22-02-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა აზროვნების მასშტაბების გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ქიმიის სასკოლო კვირეული გაიმართა. კვირეულის მეორე დღე ქიმიის მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან და ასევე დრამატურგთან - რეზო კლდიაშვილთან შეხვედრას მიეძღვნა. 

პროფესორმა ჩაატარა ლექცია, სახელწოდებით - „წყალი და მისი ხასიათი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან ძალზედ საინტერესოდ ისაუბრა წყლის როლზე ჩვენს ცხოვრებაში. განმარტა მისი თვისებები და კიდევ ერთხელ შეახსენა აუდიტორიას მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა. 

რეზო კლდიაშვილს თან ახლდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი ლიანა თარგამაძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი. ქალბატონმა ჟუჟუნამ მოზარდებს გაუზიარა ქიმიის სასწავლო პროგრამა, მათ აჩვენა „ვირტუალური ლაბორატორია“ და გააცნო მისი არსი.

ასევე, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობებში, რამაც ძალიან დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია მოზარდების მხრიდან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება