სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ლექსები დედაზე, რომელიც მოსაწავლეებს შეგიძლიათ ასწავლოთ
26-02-2024
-
+


გაზაფხულის პირველ დღეებთან ერთად, საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი დგება, როგორიც 3 მარტი - დედის დღეა. ალბათ, სამყაროში არ არსებობს ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც დედა განსაკუთრებულ ადგილს არ იკავებს. 

ამიტომაც, გასაკვირი სულაც არაა, რომ ამ დღეს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავენ. საინტერესო, შემოქმედებითი და სითბოთი გაჯერებული ღონისძიებები იმართება სკოლებშიც, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ნომერს ასრულებენ, მღერიან, ცეკვავენ, მშობლებს სამახსოვრო ბარათებს უმზადებენ და ლექსებს კითხულობენ. 

გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც ბავშვებს დედის დღეს გამართულ ზეიმზე გამოადგებათ. 



ხელისგულზე (მაყვალა მრევლიშვილი)

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.
დედა (მუხრან მაჭავარიანი)

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა
იები დედიკოს (ნიკოლოზ იოსებიძე)

ტყეში წავიდა მამიკო
და წაიყვანა ია თან,
გაიხარა და გალაღდა
ია აპრილის ნიავთან.

პატარა კონა შეკრიბა,
ლამაზ, ლურჯთვალა იათა
და გაზაფხული დედიკოს,
იებთან ერთად მიართვა.
დედა (ავთანდილ მეგრელიშვილი)

დედის ხმაზე უფრო ტკბილი,
ხმა არც მწამს, არც მეგულება;
დედის გულზე უფრო ცხელი,
გული არსად მეგულება;
დედის სულზე უფრო სუფთა
სული არსად მეგულება;
დედის თვალზე უფრო სათნო,
თვალი არსად მეგულება.
დედა არის სიყვარული,
სიცოცხლე და ერთგულება!...
ვიდრე დედა გყავს (ლილი ნუცუბიძე)

ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.

ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.

ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
დედის წერილი (ჯანო გიორგაძე)

ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
„არ გაცივდეო!..“ - შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე შენ მოგმართავ, ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,
შენ, ვინც დადიხარ დედისაგან დალოცვილ გზაზე,
გახსოვდეს მუდამ დედის გული არის მარადი,
და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.
მე ამ ლექს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს
და ვიდრე თვალში ჩაგდგომია სიკვდილის ბინდი,
გემუდარები, გაუფრთხილდი დედის წერილებს,
გემუდარები დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება