TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში შინაური ცხოველების შეყვანა იკრძალება, დაუშვებელი იქნება მათი მიკედლებაც - დეტალები
13-02-2024
-
+


შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია.

დაუშვებელი ხდება ძაღლისა და კატის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე.

ამავე პროექტით, ბინათმესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, ცხოველის მიკედლება ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უპატრონო ცხოველი მიიკედლონ.

მიმკედლებელი ვალდებული იქნება იყოს რეგისტრირებული მიმკედლებლად მონაცემთა ერთიან ბაზაში; უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია; მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებული ცხოველის ერთ კვირაზე მეტი ვადით გაუჩინარების ან სიკვდილის შემთხვევაში; ასევე მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისათვის ან ადამიანისათვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება