სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ძალადობის დროს მოსწავლეებს და არა მხოლოდ მათ, პოლიციის გამოძახება 112-ზე დარეკვის გარეშე, SOS ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეუძლიათ
24-05-2018
-
+


მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის ფონზე 112-ის მობილური აპლიკაცია თითოეულ ახალგაზრდასა და მათ მშობლებს მისცემს საშუალებას, თავი დაცულად იგრძნონ. იმისთვის, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრს - 112-ს დაუკავშირდეთ, ტელეფონზე დარეკვა აღარ არის ერთადერთი საშუალება. 112-ის მობილური აპლიკაცია საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, SOS ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პოლიცია გამოიძახოთ. გარდა ამისა, აპლიკაციით შესაძლებელია ზარის განხორციელებაც და 112-ის ოპერატორთან მიმოწერაც. 

როგორ ჩამოვტვირთოთ აპლიკაცია და რა დროს უნდა გამოვიყენოთ აპლიკაციის 3 ძირითადი ფუნქცია, ამ საკითხებზე Etaloni.ge შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსს ოთარ ტატალაშვილს ესაუბრა.

- რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 112-ის მობილური აპლიკაციის სამი ფუნქცია - SOS – ჩუმი განგაშის ღილაკი, ჩატი და ზარი ოპერატორთან.

- მობილური აპლიკაცია მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მათ შორის უკვე საქართველოში. მას აქვს ერთი მთავარი უპირატესობა მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა. ( ლოკაციას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა GPS სერვისი არის გააქტიურებული.) 112-ში ტრადიციულად განხორციელებული ზარის შემთხვევაში, საუბრის რაღაც ნაწილი ეძღვნება მისამართის დადგენას. ამას, რა თქმა უნდა, დრო მიაქვს. მობილური აპლიკაციის შემთხვევაში, ეს დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. აპლიკაციის მთავარი უპირატესობა არის SOS – ჩუმი განგაში სღილაკი, რაც ნიშნავს, იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია ერთი ღილაკის გამოყენებით გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. აპლიკაციის ეს ფუნქცია გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინიციატორი ვერ ახერხებს ზარის განხორციელებასმისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ დროს ტელეფონში აუცილებლად გააქტიურებული უნდა იყოს GPS სერვისი, თუ GPS გააქტიურებული არ არის, აპლიკაცია შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა მისი გააქტიურება. ამისთვის დამატებით რამდენიმე წამი დაიკარგება, თუ GPS გააქტიურებული არ არის, ადგილსამყოფელი ვერ დადგინდება. მეორე ფუნქცია - მოკლე ტექსტური შეტყობინება - ჩატი ისეთ შემთხვევებზეა გათვალისწინებული, როდესაც არც ისეთი გადაუდებელი შემთხვევაა, რომ მხოლოდ ერთი ღილაკის გამოყენებით მოვითხოვოთ დახმარება. გაჭირვებაში მყოფ ადამიანს აქვს საშუალება, მიმოწერის სახით დაამყაროს კონტაქტი ოპერატორთან, ისაუბროს ინციდენტის ტიპზე, იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება. მიმოწერა უფრო ინფორმაციულია „112“-ის ოპერატორისთვის. მესამე ფუნქცია არის ზარი აპლიკაციის საშუალებით. ესეც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ უფრო ოპერატიულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებელს. 

- რით განსხვავდება აპლიკაციით განხორციელებული ზარი ჩვეულებრივი ზარისგან?

- მობილური აპლიკაციით განხორციელებული ზარი ჩვეულებრივი ზარისგან განსხვავდება იმით, რომ ოპერატორი ხედავს მოქალაქის ადგილმდებარეობას და დამატებით კითხვას აღარ უსვამს მისი ადგილმდებარეობის შესახებ. შემდეგ კი ოპერატიულად აგზავნის ამ მისამართზე შესაბამის სამსახურს.

- აპლიკაციით სარგებლობისას აუცილებელია მობილურში ინტერნეტი იყოს ჩართული?

- მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტის გარეშეც შეიძლება აპლიკაციის სამივე ფუნქციის გამოყენება. შეტყობინება მაინც მივა „112“-ისოპერატორთან სმს-ის სახით. 

- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ გამიზნულად ან უნებლიეთ დააჭირა ხელი სოსღილაკს, რაიმე სანქციები თუ არის?

- როგორც აპლიკაციის, ასევე ტრადიციული საშუალებით ზარის უნებლიეთ, ან გამიზნულად განხორციელებისთვის, არსებობს როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური სანქციები. არასრულწლოვანზე სანქციები არ მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს მის მშობელზე ან მეურვეზე. სანქციები არსებობს და გამოიყენება კიდეც. ამიტომ SOS ფუნქცია არასრულწლოვანმა გართობის მიზნით არ  უნდა გამოიყენოს. 

- აპლიკაციის გადმოწერა როგორაა შესაძლებელი? არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ?

- აპლიკაციის სახელწოდებაა 112 Georgia და მისი გადმოწერა აბსოლუტურად ყველას, მათ შორის არასრულწლოვნებს, უფასოდ შეუძლიათ. აპლიკაციას აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. რეგისტრაცია ხდება ტელეფონის ნომრით. ტელეფონის ნომერზე მიიღებთ აქტივაციის კოდს, რომელიც რეგისტრაციისას დაგჭირდებათ. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია აპლიკაციის გამოყენება.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება