სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმუშევარი ან პენსიონერი მასწავლებლები 250 ლარს ერთჯერადად მიიღებენ - ვის ეხება გადაწყვეტილება
07-02-2024
-
+


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა.

2024 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზემო აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგებისთვის გათვალისწინებულია 250 ლარიანი ერთჯერადი დახმარება.

თანხის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
  • დევნილის მოწმობა (ასლი);
  • ცნობა – საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი, განცხადების წარდგენის თარიღიდან უკანასკნელი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;
  • ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;
  • ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
„ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართზე. განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება