სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პოლიცია და არასრულწლოვნები - რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა საკუთარი უფლებების შესახებ
03-02-2024
-
+


რა უნდა იცოდნენ არასრულწლოვნებმა პოლიციასთან ურთიერთობის შესახებ, რა უნდა გაითვალისწინონ და რა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებების“ ორგანიზაციამ მოამზადა.

პოლიციის ფუნქციაა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, აღკვეთოს და
თავიდან აირიდოს დანაშაული.

იხილეთ დეტალურად: რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან ურთიერთობისას 

პოლიციელი ვალდებულია გაითვალისწინოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები.

თუ პოლიციამ შეგაჩერათ: 

როდესაც გარეგნულად შეუძლებელია პოლიციელის იდენტიფიცირება, თქვენ შეგიძლიათ მოსთხოვოთ სამსახურებრივი მოწმობის ჩვენება, რათა დარწმუნდეთ რომ ნამდვილად პოლიციელს ესაუბრებით.

ჰკითხეთ სახელი და გვარი.

უმჯობესია დაიმახსოვროთ ეკიპაჟის ან ავტომანქანის ნომერი.

პოლიციელს სთხოვეთ სამხრე კამერის ჩართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შეგიძლიათ გადაიღოთ პოლიციელთან კომუნიკაცია.

პოლიციელს უფლება აქვს მხოლოდ კანონიერი საფუძვლით შეგაჩეროთ და დაადგინოს თქვენი ვინაობა ანუ გკითხოთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, გადაადგილების, საქმიანობის და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებული მონაცემები) და მოგთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.



14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება