სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასწავლო რუტინის შედგენა?
20-01-2024
-
+


მოსწავლეებს სწავლის სხვადასხვა მეთოდი აქვთ, ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ დროს არ არჩევს და ისე მეცადნიეობს, ზოგიერთს კი გაწერილი გეგმა აქვს - ზუსტად განსაზღვრული გრაფიკი, რომელ საათზე დაიწყოს მეცადინეობა, რა დრო დაუთმოს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას. 

განათლების საკითის მკვლევარები, ბლოგერები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  მოსწავლეებისთვის სასწავლო რუტინის შედგენა მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე სასკოლო საზოგადოებას რჩევებს მწერალი, კრიტენ სკატონი უზიარებს, რომელსაც 11 წელია კოლეჯში მუშაობს და სტუდენტებს კარიერული გზის გაკვლევასა და საგანმანათლებლო მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ის მკაფიოდ ხსნის, თუ რას ნიშნავს სასწავლო გეგმა, რატომ არის სასურველი მისი შედგენა და რა უნდა გავითვალისწინოთ მასზე მუშაობისას.

რა არის სასწავლო გეგმა - რუტინა?

სასწავლო გეგმა არის ორგანიზებული გრაფიკი, რომელიც სწავლის დროსა და სასწავლო მიზნებს ასახავს. მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ განრიგი, დღის განმავლობაში, რა დროს დაუთმობენ ამა თუ იმ საგანს, როდის შეასრულებენ ტესტებს. ასევე, უნდა მონიშნონ, როდის აქვთ გამოცდები, ვიქტორინები და რა დრომდე უნდა შეასრულონ პროექტები.

რატომ არის საჭირო სასწავლო გეგმა?

სასწავლო გეგმა ეფექტური საშუალებაა, რომელიც მოსწავლეებს განათლების მიღებისას დაეხმარებათ. ეს პასუხისმგებლობის გააზრების გზაა, რასაც ადამიანი მიზნების მღწევამდე მიჰყავს.

ზოგადად, მოსწავლისთვის დროის მენეჯმენტი შესაძლოა რთული იყოს. გარდა სკოლისა, ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, აქვთ ვალდებულებები. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო განრიგი ზედმიწევნით ზუსტად იყოს ჩამოწერილი. ასე შეგიძლიათ გააცნობიეროთ, თუ რა დროს უთმობთ კონკრეტული საკითხის შესწავლას და საკმარისია თუ არა ეს დრო თქვენთვის. რუტინის შედგენის უმნიშვნელოვანესი შედეგი თვითდისციპლინის ჩამოყალიბებაა.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არ არსებობს სასწავლო გეგმის შედგენის „სწორი“ გზა. კონკრეტული მოსწავლის რუტინა მის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუმცა არის საკითხები, რაც გეგმის შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ამჟამინდელი სწავლის ჩვევები და სტილი უნდა გაანალიზოთ - იფიქრეთ იმაზე, თუ რა მუშაობს და რა არა. შეგიძლიათ თუ არა კვირაში ერთხელ ან ორჯერ სწავლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუ უფრო ეფექტურია ღამით მეცადინეობა? დღის რომელ მონაკვეთში უფრო პროდუქტიული ხართ და რა დრო გჭირდებათ შესვანებისთვის.

თქვენი მიმდინარე განრიგი შეაფასეთ – გამოიყენეთ ციფრული ან ქაღალდის კალენდარი, რათა აღნიშნოთ ის აქტივობები, რაც კონკრეტულ თარიღებში უნდა განახორციელოთ.

სასწავლო გეგმა შესაძლოა ისეთი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ, როგორიც დროის მენეჯმენტია. ეს საკითხი კი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება