| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს - მარიამ დისამიძესა და ლუკა მიქელაძეს, 27 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების მერიისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები.
სკოლაში მოსწავლეებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“