სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა ჯადოსნური თავგადასავლებით სავსე საშობაო ზღაპარი 
10-01-2024
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა 2024 წლის შემობრძანება გრანდიოზული და შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნამდვილი საშობაო დღესასწაული მოაწყვეს, სადაც მაყურებლებთან ერთად, ზღაპრული გმირების, ფერად, უცნაურ და დაუჯერებელ სამყაროში იმოგზაურეს. ღონისძიების ხელმძღვანელები - თეა მიქაბერიძე და გოგი ქლიბაძე იყვნენ.

„მოსწავლეებმა ლამაზად წარმოადგინეს საახალწლოდ მორთული მთელი ცისქვეშეთი, სადაც ვერცხლისფერ სამყაროს სიყვარულით და სიკეთით გამთბარი ფიქრები ფიფქებად ათოვს. ყველასათვის ცნობილია, რომ საშობაო ზღაპარი ჯადოსნური, ლამაზი ამბებია, სადაც ყოველთვის სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ლექსები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და სამსახიობო ნიჭით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ციდან დაშვებულ ჯადოსნურ საქანელებზე ჩამომსხდარმა პაწაწინა შობის ანგელოზებმა, რომლებიც თეთრი ოცნებებით და სიფრიფანა ფრთებით დედამიწაზე მოფრინდნენ, საშობაო ზღაპარი გვიამბეს. საშობაო ზღაპრის პერსონაჟებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები, სამყარო, რომელიც სავსეა საჩუქრებით, სასწაულებითა და ჯადოსნური თავგადასავლებით. მაყურებლები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ შობა დღესასწაულია, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება! ცხოვრება მშვენიერია, მთავარია მას იმედის თვალით შევხედოთ, მთავრია, გჯეროდეთ, გიყვარდეთ და შობა ყველასთვის მოახდენს სასწაულებს!“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე არა მხოლოდ, მოსწავლეთა, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც შთამბეჭდავი, დაუვიწყარი და ემოციური იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთ საკონცერტო ნომერზე კლიპიც გადაიღეს, სადაც მათი შემოქმედობითობა ნათლადაა წარმოჩენილი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება