სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება საახალწლო ღონისძიებით მსოფლიოს გარშემო ამოგზაურეს
10-01-2024
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. 

მე-7ე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი კრეატიულად და გამორჩეულად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მაყურებელი მსოფლიოს გარშემო ამოგზაურეს და როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცნეს. 

„მათმა ტურისტულმა კომპანიამ საოცარი ტურები შემოგვთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ხალისიანი ნომრებით გვამოგზაურა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ამერიკასა თუ ინდოეთში. ჩვენმა ყოჩაღმა პატარებმა საქართველოს საახალწლო ტრადიციებზეც ისაუბრეს და ქართული ცეკვით და სიმღერით დაატკბეს დამსწრე საზოგადოება“, - გვიყვებიან სკოლაში. 

დამრიგებელმა - ლალი ლობჟანიძემ კი მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა და მათ საუკეთესო საახალწლო სურვილები გაუზიარა.

მე-7ე კლასმა საახალწლოდ საზოგადოებას ქველმოქმედების მაგალითიც მისცა. მათ შეგროვილი სურსათ-სანოვაგე მოხუცთა თავშესაფრის უსაყვარლეს ბენეფიციარებს მიართვეს და თავიანთი ხალისიანი ნომრებით მათ დღე გაულამაზეს.

„მადლობა ჩვენს საოცარ ბავშვებს და კრეატიულ ლალი დამრიგებელს ჯადოსნური საახალწლო განწყობის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება