სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ახალი წელი ერთად იზეიმეს 
09-01-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს. 

ღონისძიება დაიგეგმა სოფელ ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის - თამარ დევდარიანის, სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლების - არაქსი ფაშაიანის, აიასტან გუკასიანის, ნარინე არაქელიანისა და სონია აპარიანის, ასევე ქართული ენის კათედრის წევრი მასწავლებლის - ფაუსტინა ალბერტიანის მონაწილეობით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მხარში ედგა და ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი. 

როგორც ტურცხის საჯარო სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საქართველოს და სომხეთის ჰიმნების შესრულებით დაიწყო და საახალწლო საჩუქრების დარიგებით დასრულდა.

ორი მეგობარი სკოლის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს ქართული და სომხური ცეკვები, სიმღერები და ლექსები. 

„ღონისძიებას, გარდა საზეიმო განწყობის შექმნისა, კიდევ სხვა უფრო სიღრმისეული მიზანი ჰქონდა, რომელიც ქართველი და სომეხი ბავშვების კულტურათა დამეგობრების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს“, - გვეუბნება ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.

„სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია, მთელი გულით ულოცავს სასკოლო საზოგადოებას ახალ წელს და უსურვებს მშვიდობას, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას, სიკეთესა და კეთილდღეობას!!

ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს დამდეგი ახალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი კაცობრიობისთვის!! დაესწარით მრავალს!!“- ვკითხულობთ შორენა აკოფაშვილის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება