სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იდუმალი ქვა, რომელიც მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს
22-04-2017
-
+


პერუში, მდინარე აპურიმაკის ნაპირზე საოცარი ქვა უკვე რამდენიმე ათასი წელია დევს. გრანიტის ქვა 4 მეტრია სიგრძითაც და სიგანითაც – ერთადერთი ამ მიდამოებში. თუმცა ყველაზე გამაოგნებელი მისი ზედა ნაწილია. იქ მთელი ქალაქია გამოსახული, მინიატიურულ ზომებში.

უძველეს ოსტატს ამ ლოდზე სრულფსოვანი ქალაქი ამოუტვიფრავს. აქ არის სახლები კოშკებით, ტერასები, ტაძრები, მოედნები. დღემდე გაურკვეველია, რომელ ცივილიზაციას ეკუთვნის ეს საოცარი ძეგლი. მეცნიერების უმრავლესობა იმ აზრზე თანხმდება, რომ ეს ქვა ინკების ძველი ქალაქის მაკეტია. 

უჩვეულო ისიცაა, რომ მაკეტი საოცარი სიზუსტითაა გაკეთებული, თითქოს ოსტატს თვითმფრინავიდან გადმოუხედავს ქალაქისთვის. ვინ და რატომ ამოტვიფრა ეს მაკეტი? რაიმე რელიგიური დანიშნულება ჰქონდა, უბრალოდ სათამაშო იყო თუ ირიგაციის სახელმძღვანელო – იქ ზუსტად არის ასახული წყალგაყვანილობები და არხები. 

მეცნიერები მის დანიშნულებას ვერ ხვდებიან, ისევე, როგორც მის წარმომავლობას.

ტურისტები კი გაოცებას ვერ მალავენ და უძველესი ცივილიზაციის ამ ნაშთს მოწიწებით უვლიან გარს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება