სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგები მნიშვნელოვნად აღემატება, საჯარო სკოლის მოსწავლეების შედეგებს
08-12-2023
-
+


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2022-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება. სხვაობაა ადგილმდებარეობის მიხედვითაც.

უფრო კონკრეტულად სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

სკოლის ტიპის (კერძო-საჯარო) მიხედვით PISA 2022 წლის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).

საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები 8 ქულით შემცირდა მათემატიკაში, ხოლო 6 ქულით კითხვაში - PISA 2022-ის შედეგები ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება